ყველა ადამიანს განსაკუთრებული, მასზე მორგებული დიეტა სჭირდება. კვების მრავალფეროვანი რაციონი უმეტესი დიეტის აუცილებელი პირობაა, თუმცა ზოგიერთი ცნობილი ადამიანი დიეტის დროს ყოველდღიურად ერთსა და იმავე საკვებს მიირთმევს. ერთი შეხედვით ეს ძალიან მოსაბეზრებლად ჟღერს, მაგრამ ლამაზი ფორმებისთვის ვარსკვლავები უამრავ დათმობაზე მიდიან, რადგან მათი საუკეთესო სასწორი საზოგადოებაა და სხეულზე მომატებული თითოეული კილოგრამი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მომენტალურად ექცევა.
ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორია მექჰემის კარგი კანი სწორი კვების დამსახურებაა - „მრავალი წლის წინ ლოს ანჯელესში გავიცანი დერმატოლოგი ჰაროლდ ლანსერი, მაშინ კანთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა და მან მირჩია ყოველ დღე მეჭამა ორაგული. მე ჩავეკითხე: „ყოველ დღე?“ მან მიპასუხა: „დიახ, ყოველ დღე: საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე“ - იხსენებს ვიქტორია. ექიმების დიდი ნაწილი ურჩევს კანის პრობლემის მქონე პაციენტებს იკვებონ ორაგულით, რადგან ის შეიცავს D და В ვიტამინს, პროტეინებს და ბიოტინს.
ევა მენდესი
43 წლის ევა მენდესს არცერთი ორსულობის შემდეგ არ გასჭირვებია ფორმაში ჩადგომა - 2014 წელს მან გაუჩნდა შვილი ესმერალდა, გასულ წელს კი მას მეორე შვილი ამადა შეეძინა. მისი ლამაზი სხეულის საიდუმლო კი ყოველ დღე ერთი და იგივე კვების რაციონში იმალება: მსახიობი ჩვეულებრივ დღეს ერბო-კვერცხითა და ტოსტებით იწყებს, სადილზე და ვახშამზე კი ორაგულს ყველით ან კინოას სალათთან ერთად მიირთმევს. „მე არ მბეზრდება ყოველ დღე ერთი და იგივეს ჭამა, რადგან საჭმელს აღვიქვამ როგორც მხოლოდ ჩემი ორგანიზმის მუშაობის აუცილებელ პირობას“ - განმარტავს მენდესი
ბელა ჰადიდი
„ჩემი ყოველდღიური რაციონი“ - ასეთი წარწერით გამოქვეყნა ბელა ჰადიდმა ფოტო Snapchat-ში. თეფშზე კი მხოლოდ შემწვარი ყველი, კარტოფილი ფრი და კეტჩუპი აწყვია. მოდელი არასდროს მალავდა თავის სიყვარულს ფასტფუდის მიმართ: უმცროს ჰადიდს ასევე უყვარს ჰამბურგერი და პიცა. ბელას თქმით მისი იდეალური სხეული მემკვიდრეობითია, რასაც ემატება კარგი მეტაბოლიზმი და რეგულარული ვარჯიშები, დიეტაზე კი მხოლოდ მაშინ ჯდება, როდესაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს.
კრისი ტეიგენი
მოდელის ტანის შესანარჩუნებლად კრისი ტეიგენსაც ყოველდღიურად ერთნაირი საკვების მირთმევა ეხმარება - ჯონ ლეჯენდის მეუღლე დილას ორი კვერცხისგან შემდგარი ომლეტით, ბეკონით ან ინდაურის ხორცითა და ავოკადოთი იწყებს.
მერაია კერი
თამამი ტანსაცმელის ჩასაცმელად მერაია კერი უმკაცრეს დიეტას იცავს, რომელიც სულ ორი პროდუქტისგან - ორაგულისგან და ჯონჯოლისგან შედგება. „ეს მართლაც ძალიან რთულია, თქვენ ალბათ შეგზიზღდებოდათ ჩემი დიეტა - ამბობს მომღერალი - მე ვცდილობ მხოლოდ ცილებით ვიკვებო. ეს საშინელებაა“.
ფერჯი
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფერჯი ყოველდღიურად მწვანე სმუზს სვამს, რომლის რეცეპტიც მისმა მეუღლემ, მსახიობმა ჯოშ დიუამელმა დიეტოლოგ კიმბერლი სნაიდერისგან მესამე „ტრასფორმერებზე“ მუშაობის დროს შეიტყო. სმუზი ისპანახისგან, კომბოსტოსგან, ნიახურისგან, ვაშლისგან, ბანანისა და მსხალისგან შედგება. „ეს არის ერთ ჭიქაში გაერთიანებული ენერგია“ - ირწმუნებიან მომღერალი და მსახიობი.