Victoria's Secret-ის ყოფილი „ანგელოზი“ და ახალგაზრდა მილიარდერის მეუღლე მირანდა ქერი იდეალური სხეულით გამოირჩევა. ეს მხოლოდ რეგულარული იოგის გაკვეთილების დამსახურება არაა - სუპერ მოდელი უდიდეს ყურადღებას აქცევს სწორ კვებას. მირანდა გიჟდება საჭმელების დამზადებაზე - ის ირჩევს სასარგებლო პროდუქტებს და სწორად აზავებს მათ ერთმანეთთან. მირანდა ქერიმ საკუთარი ყოველდღიური კვების რაციონის საიდუმლო გაამხილა
საუზმე:
ყოველ დილას, ყავის ნაცვლად მირანდა ერთ ჭიქა ცხელ წყალს სვამს ლიმონთან ერთად. ეს სასმელი აჩქარებს ორგანიზმში გაცვლით პროცესებს და კოფეინზე უკეთ მუხტავს მას. როგორც ყველა სუპერმოდელის, ასევე მირანდას საუზმეც შედგება ყველანაირი მარცვლეულისა და მწვანე საკვებისაგან. თავისი 6 წლის შვილისთვის კი მოდელი სასარგებლო ბლინებს ამზადებს, რომელიც არ შეიცავს არც ფქვილს და არც შაქარს, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ტკბილი და გემრიელია.
კოქტეილი
1) ნუშის რძე
2)პაპაია
3) ისპანახი
4) მალინა
5) მოცვი
6) ნუშისგან და კაკლისგან დამზადებული პასტა
7) Kora Organics Noni Glow Skinfood Supplement ( სხვადასხვა სახის კენკრის დანამატი, ჩლორეა, ჩაის ექსტრაქტი, რომელიც მირანდას ფირმას ეკუთვნის)
ბლინები ფქვილისა და შაქრის გარეშე
1) ორი კვერცხი
2) შვრია
3) ბანანი
აურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და შეწვით მცირე რაოდენობის ქოქოსის ზეთში.
სადილი
1) ორაგული
2) ორაგულის ფილე
3) ლიმონი
4) ნიორი
5) ახალი კოჭა
გააფორმეთ თევზი ლიმონით, დაუმატეთ ნიორი და გახეხილი ახალი კოჭა და სედგით ღუმელში.
სალათა
1) ლობიო
2) არგულა
3) კიტრი
4) ყვავილოვანი კომბოსტო
5) ავოკადო
იმისთვის, რომ სალათი უფრო მსუყე გამოვიდეს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და ვაშლის ძმარი
ვახშამი
ჩაშუშული ქათამი და კარტოფილის პიურე
1) ქათამი
2)ხახვი
3) ნიორი
4) ტურმეტი
5) ლიმონი
6) როზმარი
7) ქოქოსის ზეთი
8) ტკბილი კარტოფილი
მირანდას რეცეპტის მიხედვით დამზადებული ვახშამი, რომელიც მის მთელ ოჯახს უყვარს, აუცილებელია ქათამი შევკაზმოთ სხვადასხვა სუნელებით და გამოვაშროთ ღუმელში 7 საათის განმავლობაში. გარნირად ტკბილი კარტოფილისგან დამზადებული პიურე გამოგადგებათ.
მწვანე სალათი
1) კომბოსტო
2) ისპანახი
3) ქინძი
4) ოხრახუში
5) კიტრი
6) ზეთისხილი
7) ყველი ჰალომი
8) მზესუმზირის თესლი
9) ფიჭვის კაკალი
10) ნიახური