დოუთზენ კრუზი ინსტაგრამის მიმდევრებს ხშირად ანებივრებს გემრიელი და ჯანსაღი კერძებით, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე. ფრანგულმა "ვოგმა" გადაწყვიტა სუპერმოდელისთვის მისი 3 საუკეთესო რეცეპტი ეკითხა, ვნახოთ რას გვირჩევს საზაფხულოდ Victoria's Secret ცნობილი გოგონა:
#1 ტოსტი ავოკადოთი
ინგრედიენტები:
შვრიის პურის 2 ნაჭერი
მოცარელას ბურთულები
5 პატარა პომიდორი
1 ავოკადო
რეცეპტი:
პურის ნაჭერზე დააწყვეთ ავოკადოს ნაჭრები და მოცარელა. მოასხით მზესუმზირას ზეთი და გააფორმეთ პომიდორით.
#2 ფერადი სალათა
ინგრედიენტები:
2 პომიდორი
1 ლიმონი
1 ნიახური
სალათის ფურცლები
რეცეპტი:
ყველა ინგრედიენტი კუბიკებად დაჭერით. ჯამში ერთად მოათავსეთ, აურიეთ და ლიმნის წვენი მოასხით.
#3 ბადრიჯნის კერძი
ინგრედიენტები:
ყველი
ბადრიჯანი
ბროწეულის მარცვლები
რეცეპტი:
შემწვარ ყაბაყს დაამატეთ ყველი და ბროწეულის მარცვლები.