ბეთჰოვენი ყოველ დღე 60 მარცვლისგან მოხარშულ ყავას სვამდა, ვოლტერი კი 50 ჭიქა ყავას მიირთმევდა დღის განმავლობაში, თუმცა 83 წლამდე იცოცხლა. როგორც ჩანს ყავას არც თუ ისე უარყოფითი თვისებები აქვს, როგორც მას ახასიათებენ ამ სასმელის მოწინააღმდეგეები. ზოგისთვის ყავა გამოსაფხიზლებელი საშუალებაა, ზოგი კი უბრალოდ შეეჩვია მას და ტკბილად დაძინებაში ხელს არ უშლის. გარდა იმ თვისებებისა, რომელიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი მას კიდევ ბევრი დადებითი ეფექტიც აქვს.
ეხმარება ტვინს გახდეს უფრო აქტიური
საიდუმლო არაა, რომ ყავა ადამიანს მატებს კონცენტრაციის უნარს, აჩქარებს რეაქციებს, გვხდის უფრო ყურადღებიანებს დეტალების მიმართ. თუმცა ეს ყველაფერი არა არის! მხოლოდ შაქრიან ყავას შეუძლია ცოტა ხნით გაქციოთ გენიოსად - კოფეინისა და გლუკოზის ერთობლიობა უფრო ააქტიურებს თქვენს ტვინს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყავის მშიერ კუჭზე დალევა: ამ შემთხვევაში მას საპირისპირო შედეგი აქვს.
ზრდის წნევას
ყავის საშუალებით შესაძლებელია ბრძოლა ჰიპოტენზიასთან (დაბალი არტერიული წნევა). თუმცა ჰიპოტენზიით დაავადებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც აჩქარებული პულსი და ტაქიკარდია აწუხებს, ყავის დალევა მიზანშეწონილი არ არის.
აძლიერებს იმუნიტეტს
ყავის მოხმარება ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს: რაც უფრო მეტ ყავას მიირთმევთ დღეში, ნაადრევი სიკვდილის რისკი მით უფრო მცირდება. ყავის მიღების ოპტიმალური ვარიანტი დღეში სამი ჭიქის დალევაა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ყავა ცვლის იმუნიტეტის სისტემას, აქცევს მას უფრო აქტიურს და ჯანმრთელს, ასევე აძლიერებს ღვიძლს, გულსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. მაგრამ შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად დალიოთ ახალი ყავა. ხსნადი ყავა ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ქიმიური დანამატები კი უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
კურნავს თავის ტკივილს
კოფეინს, რომელსაც ნატურალური ყავა შეიცავს, შეუძლია გაგათავისუფლოთ თავის ტკივილისა და შაკიკისაგან. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი, როგორც ტკივილგამაყუჩებლის შემცვლელის გამოყენება. ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ეფექტურია იმიტომ, რომ მასში ხშირად ამატებენ კოფეინს, რომელიც წამლის მოქმედებას 40% ზრდის.
ყავას ანტისტრესული და ანტიდეპრესანტის ეფექტი აქვს
სტრესისგან გათავისუფლება შესაძლებელია დოფამინისა და სეროტონინის გამომუშავებით, რომლებიც კარგი ხასიათის „პროვოცირებას“ ახდენენ. მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა ან მისი სუნიც კი მოგცემთ საშუალებას არ დაიბნეთ სტრესულ სიტუაციაში. კოფეინი კი ნერვული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტიმულატორია და სწორედ ნერვული სისტემის ხშირი სტიმულაცია გვეხმარება, რომ თავი დავაღწიოთ დეპრესიას. თუმცა ასეთი ეფექტით კოფეინი მხოლოდ ყავასთან ერთად გამოირჩევა - კოფეინის მიღება ჩაისთან, გაზიან სასმელებთან, ან შოკოლადთან ერთად ვერ ებრძვის დეპრესიას ისე, როგორც ყავასთან ერთად.
აუმჯობესებს მეხსიერებას
სწორედ იმ სტიმულატორებისა და ნეირომედიატორების დახმარებით, რომლითაც ყავა აუმჯობესებს თქვენს ხასიათსა და შრომისუნარიანობას, ის აძლიერებს თქვენს მეხსეირებასაც. რა თქმა უნდა, ეს მეხსიერების მხოლოდ მცირეხნიანი გაუმჯობესებაა, მაგრამ ეს უკვე კარგია, რადგან ჩვენი ტვინი ერთი საათის განმავლოაში განსაკუთრებით მძაფრად ინახავს მიღებულ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გადააქვს იმ ნაწილში, სადაც ინფორმაცია სამუდამოდ ინახება.
გეხმარებათ წონის დაკლებაში
თქვენი ოცნებები რეალობად იქცევა, ამაში კი ყავა დაგეხმარებათ. ყავა ეხმარება ორგანიზმს ლეპტინის ჰორმონის ნაკლებ გამომუშავებაში. ეს ჰორმონი წონის მატებას ცხიმების გამოყოფის ხარჯზე უწყობს ხელს, კოფეინი კი მის რაოდენობას ზრდის ორგანიზმში. სწორედ ამიტომ ყავის მოყვარულები ადვილად იმატებენ წონაში, თუმცა სპორტთან ერთად მათთვის ზედმეტი კილოგრამების მოშორება ბევრად უფრო მარტივი ხდება.