ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი გამორჩეული სტანდარტები თუ რის მიხედვით სურს რომ იკვებოს, განსაკუთრებული სიფრთხილით კი საუზმეზე საკვების შერჩევის საკითხს ვუდგებით. ზოგისთვის საუზმე ერბოკვერცხთან, ზოგისთვის სენდვიჩთან, ზოგისთვის კი უბრალოდ ჭიქა ყავასთან ასოცირდება. დილის კვების განსხვავებული რაციონით არა მარტო ინდივიდები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც კი გამოირჩევიან. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ სხვადასხვა ქვეყნის საუზმის მენიუ აღგვეწერა, თქვენ კი შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი მათგანი უფრო მოგწონთ და საკუთარი კვების რაციონი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოთ.
1. საფრანგეთი
ფრანგები ძირითადად თავს არ იმძიმებენ მსუყე საკვებით და მსუბუქად, ერთი ჭიქა ყავითა და ცოტაოდენი ცომეულით საუზმობენ. ეს შეიძლება იყოს კრუასანი, შოკოლადიანი პური ან ტარტი.
2. ინგლისი
ფრანგებისგან განსხვავებით ინგლისელები საუზმეზე არც თუ ისე მსუბუქად იკვებებიან. ისინი საკუთარ თეფშებს მოხარშული ან შემწვარი კვერცხით, ბეკონით, ტოსტით, გრილზე შემწვარი პამიდორით ან სოკოთი, მარცვლეულით და შავი პუტინგით ავსებენ. მართალია ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან ბევრია, სამაგიეროდ ლანჩამდე შიმშილი არ შეგაწუხებთ.
3. იტალია
იტალიაში ისევე როგორც საფრანგეთში დილა კრუასანთან და ერთ ჭიქა ყავასთან ერთად იწყება.
4. ესპანეთი
ყველაზე მსუბუქი საუზმით ესპანელები გამოირჩევიან. მათი დილის რაციონის მთავარი საკვებია ლიმნის კექსი და ლატე.
5. იაპონია
იაპონიაში საუზმისთვის განსაკუთრებული საკვები არ აქვთ არჩეული. ისინი დილას ძირითადად შემწვარი ბრინჯით და სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შემდგარი საკვებით იწყებენ.
6. შვედეთი
ტრადიციული შვედური საუზმე ძირითადად სენდვიჩისგან, კვერცხისგან, ხორბლისგან და ხილისგან შედგება. ზოგიერთი შვედისთვის კი საუზმე ხორბლის ფაფის გარეშე წარმოუდგენელია
7.ჩინეთი
ჩინელების საუზმე ძალიან მსუყეა და განსხვავდება ევროპულისგან . ჩინეთში სულაც არ არის უცნაური შემწვარი ბრინჯისა და შემწვარი მაკრონი შაშხთან ერთად ან ღორის ხორცი და ბოსტნეული წვნიანთან ერთად.
8.ამერიკის შეერთებული შტატები
დღესდღეობით ტიპური ამერიკელებისთვის საუზმე ერთი ჭიქა ყავისგან და კექსისგან შედგება, თუმცა, რაც შეეხება ამერიკულ ტრადიციულ საუზმეს აქ მათ არჩევანის გაკეთება ტკბილეულსა და შედარებით მსუყე საკვებს შორის უწევთ. ტკბილეულით საუზმობისას ძირითადად კექსს, ხილსა და სიროპს მიირთმევენ ხოლო მსუყე საკვებს კვერცხი და ბეკონი შეადგენს.
9.თურქეთი
თურქები დილის კვების რაციონს ომლეტით, ყველით, ზეთის ხილით, პურითა და ხილით ადგენენ.
10. ბრაზილია
ბრაზილიელებს საუზმის შესადგენად დიდი ფიქრი არ სჭირდებათ. ბრაზილიელთა უმეტესობა დილას ყავით, ტოსტით ან მათი ნაციონალური საკვებით Pão de Queijo (კვერცხით გატენილი მრგვალი პურები) იწყებს. მათ საუზმეს საკუთარი ტერმინიც კი შეუსაბამეს café de monhã, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით „დილის ყავას“ ნიშნავს. მათი საუზმე მსუბუქი, ხოლო ლანჩი მსუყე საკვებისგან შედგება.