მოგვიყევით ბრენდის ისტორიისა და ხარისხის შესახებ.
რძის ნაწარმის ფრანგული ბრენდი ELLE&VIRE 1947 წლიდან შემოვიდა მსოფლიო ბაზარზე. ქარხანა საფრანგეთის მთიან რაიონში მდებარეობს და სრულიად ნატურალურ რძის პროდუქტს აწარმოებს. საამაყოა ის, რომ ELLE&VIRE ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საფრანგეთში და ბრენდის პროდუქციის იმპროტი 120-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. კომპანია ისეთ რძის პროდუქტს აწარმოებს, როგორებიცაა: კარაქი, რძე, ნაღები, მასკარპონე, ასევე მასკარპონესა და ნაღების მიქსი.
აპირებთ თუ არა ქართველ შეფმზარეულებთან თანამშრომლობის გაგრძელებას?
ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქართველ კონდიტერებთან ერთად მუშაობა. ვცდილობ საკუთარი რეცეპტები შევიმუშავო. დიდი პატივი იქნება ჩემთვის მათ გამოცდილება გავუზიარო.
პირადად თქვენ რა სახის პროდუქტს ანიჭებთ უპირატესობას საკონდიტრო ნაწარმში? ძალიან მიყვარს პრარინესა და თხილის ბაზაზე დამზადებული პროდუქტი. ასევე უპირატესობას ვანიჭებ ისეთ პროდუქტს, რომელიც შოკოლადს შეიცავს. ELLE&VIRE-ის ბრენდი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ და პროფესიულ ხაზს კონდიტერებისთვის, რომელსაც შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ!