ხორცეული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრენდიენტია ჩვენი სხეულის ჯანმრთელობისთვის. თუმცა რამდენად სწორია ის გზები რომლითაც ჩვენ აქამდე ვამზადებთით საყვარელ კერძებს?
1)წყლის ჭავლი ბაქტერიებს ხოცავს
გურმანების უმეტესობა ფიქრობს, რომ წყალი ხორცის ზედაპირზე ბაქტერიებს ხოცავს.სინამდვილეში ვერცერთი წლის ჭავლი ვერ შეძლებს მიკროორგანიზმებისგან გაწმინდოს პროდუქტი. პირიქით, ამ დროს შეიძლება სამზარეულოში არაერთი მიკრობი გაჩნდეს. რეცხვის ნაცვლად სჯობს ხორცს სტერილიზაცია ჩავუტაროთ. მაღალი ტემპერატურა ბაქტერიების დიდ ნაწილს ხოცავს. სწორედ ამ დროს ვიღებთ ჯანსაღ პრდუქტს.
2) წითელი სითხე სისხლი არ არის
გავრცელებული აზრით სითხე, რომელიც ხორცის ჭურჭელში გროვდება სისხლია . სინამდვილეში ეს წყალია რომელსაც სისხლის ფერს მიოგლობინი აძლევს. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს არის კუნთების ჰემოგლობინი, რომელიც ასევე პასუხისმგელია მზა კერძის ფერზეც. მაგალითად სტეიკის შემთხვევაში როცა ნაცრისფერ ელფერს იძენს.
3)ხორცი მოკლე დროში უნდა მომზადდეს
ხორცის ყიდვიდან უშუალოდ კერძის დამზადებამდე მინიმუმ 2-3 საათი უნდა მოვიცადოთ. პროდუქტის ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში ხორცი მეტად მოქნილი, რბილი და სასარგებლოა.