ყავა ბევრი ადამიანის დღის წარმატებული დასაწყისია, ზაფხულში კი უფრო დიდ პოპულარობას აღწევს, რადგანაც ცხელ დღეებში ცივი ყავა ყველაზე სასურველი სასმელია. წარმოგიდგენთ ყავის კოქტეილებს, რომელიც თქვენს ზაფხულს გააგრილებს.
პიტნისა და შოკოლადის ცივი ყავა
ინგრედიენტები:
ახლადმოხარშული ნატურალური ყავა: 300-350 მლლ
მწარე შოკოლადი: 30-35 გრამი
პიტნის სიროფი ან ლიქიორი -2/4 სუფრის კოვზი
კრემიანი ნაყინი: 100 გრამი
მოხარშეთ ყავა და სანამ ცხელია, მასში შოკოლადი დაადნეთ. გაცივების შემდეგ, ნაყინის ნახევარი პორცია, პიტნის ნაყენი(ან პიტნის შოკოლადი) და რამდენიმე ყინულის ნატეხი დაამატეთ. ყველაფერი ბლენდერში ათქვიფეთ.
ყავა ხალვით
ინგრედიენტები:
ახლადმოხარშული მაგარი ყავა - 200-250 მლ
არაქისის ხალვა - 100 გრამი
ნაღები-100 მლ
თხილის სიროფი - 20 მლ
მოხარშეთ ყავა, დაამატეთ სიროფი და გააცივეთ. ბლენდერში მოათავსეთ ხალვა ნაღებით, დაამატეთ ყავა და მოურიეთ.
გაზიანი ყავა
ინგრედიენტები:
ახლადმოხარშული ნატურალური ყავა - 300-350 მლ
გაზიანი სასმელი - 100 მლ
ალუბლის წვენი - 50 მლ
ყინულის კუბიკები - 100 გრამი
ეს კოქტეილი ნებისმიერი გაზიანი სასმლის ალტერნატივაა, რადგანაც გაზის მეშვეობით კოფეინი უფრო კარგად მოქმედებს.
მოხარშეთ ყავა, დაამატეთ ალუბლის წვენი და გააცივეთ. ჩაამატეთ გაზიანი სასმელი და გაყინულ ჭიქებში ჩამოსხით. თუ ლიმონს დაუმატებთ, სასმლის გემო დაბალანსდება.