კულინარიული ფილმების საიდუმლო მარტივია: მაყურებელს მოსწონს იმის ყურება, თუ როგორ ამზადებენ სხვები. წარმოგიდგენთ 9 საუკეთესო ფილმს, რომლის მთავარ ობიექტებად მზარეულები, ხოლო მოქმედების ადგილად სამზარეულო იქცა.
ჯული და ჯულია/ Julie & Julia, 2009
ფილმში ორი სასიუჟეტო ხაზია. პირველი პარიზში მცხოვრები მერილ სტრიპია, რომელიც მოწყენილობის გამო მზარეულის კურსებს მიაკითხავს. მისი გმირი ნამდვილ ადამიანზეა, რომელმაც ამერიკის კულინარიაში რევოლუცია მოახდინა.
მეორე კი ნიუ-იორკში მცხოვრები ჯული ფაუველი, რომელიც მერილ სტრიპის გმირის წიგნს იპოვნის და მისი ყველა კერძის მომზადებას გადაწყვეტს. ამ ყველაფერს კი ბლოგზე აღწერს.
ფილმი ორ განსაკუთრებულ ხედვას და ცხოვრების სტილის შეცვლას წარმოგვიდგენს.
Woman on Top, 2000
ბრაზილიელი იზაბელა (პენელოპა კრუზი) თავისი ქმრის რესტორანში მუშაობს. თუმცა ქმრის ღალატის შემდეგ ქალაქს იცვლის და კულინარიული ნიჭის წყალობით საკუთარი შოუს გასაკეთებლად დაპატიჟებენ. მისი გაკეთებული საჭმლის გარეშე ქმრის რესტორანი იძირება, ცოლი კი პოპულარობას იხვეჭს.
ლათინოამერიკული მუსიკა და პეიზაჟები ფილმს განსაკუთრებულ იერს სძენს.
Toast, 2010
მოქმედებები 50-იანების ბოლოს პატარა ინგლისურ ქალაქში ხდება. 9 წლის ნეიდჯელი გიჟდება დედაზე, რომელიც მხოლოდ ტოსტებს აკეთებს. ბიჭუნა თავად გამოირჩევა კულინარიული ნიჭით, რეცეპტებს პოულობს და თავისებურად ამზადებს. დედის სიკვდილის შემდეგ, ჰელენ ბონემ კარტერი ცდილობს მისი დედინაცვალი გახდეს.
ნეიჯელიც რეალური ადამიანი იყო, ცნობილი ბრიტანელი მზარეული.
Chocolat, 2000
ჯულიეტ ბინოში საფრანგეთის წყნარ ქალაქში იდებს ბინას. ძველებურ ინდურ რეცეპტზე დაყრდნობით, შოკოლადის ტკბილეულს აცხობს და ყიდის. ქალაქში წარმოქმნილი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლისას ჯონი დეპს იცნობს და მათი ისტორია იწყება.
კანფეტები, რომლითაც ფილმში ადგილობრივებს უმასპინძლდება, ჯულიეტმა თავად მოამზადა.
No Reservations/ცხოვრების გემო, 2007
კეტრინ ზედა-ჯონსის გმირი პოპულარული რესტორნის პროფესიონალი შეფ-მზარეულია, თუმცა დის სიკვდილის შემდეგ დესპრესია იპყრობს. ამ დროს მოდუნებულ ქალს მეტოქე უჩნდება, რომელსაც მისი ადგილის დაკავება უნდა. თუმცა წინააღმდეგობა მალე სასიყვარულო ელფერს იღებს.
„სამწუხაროა, რომ არ არსებობს კულინარიული რეცეპტების წიგნი ცხოვრებისთვის, კარგი იქნებოდა იმ რეცეპტებიც წაკითხვა, თუ როგორ მოვიქცეთ სწორად.“
საინტერესო ფაქტი: ფილმისთვის კეტრინ ზედა ჯონსი ნიუ-იორკის ერთ რესტორანში მუშაობდა მიმტანად, როცა სტუმრები მას ეუბნებოდნენ, რომ ცნობილ მსახიობს ჰგავდა, კეტრინი პასუხობდა, რომ ამას ხშირად ისმენდა.
Le Chef, 2012
მოქმედების ეპიცენტრში ორი მზარეული მამაკაცია, რომლებსაც ინდივიდუალური პრობლემები აქვთ. საინტერესოა რა ურთიერთობამდე მივლენ საბოლოოდ.
როგორც ყველა ფრანგული კომედია, აქაც ემოციური დიალოგები და სუფთა ფრანგული იუმორია გამოყენებული.
Ratatouille, 2007
მულტფილმი საოცრად ლამაზი და საინტერესოა. თაგვს რემის, კულინარიული შედევრების შექმნა უნდა, მისი კუმირის მსგავსად. ის არაორდინალური ოცნებებით გამოირჩევა და თავგადასავალიც საინტერესოდ ვითარდება.
The Hundred-Foot Journey, 2014
ინდუსების ოჯახი საფრანგეთში ინაცვლებს და ნაციონალური სამზარეულოს რესტორანს ხსნის. ირონიულია, რომ მათი რესტორანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნის წინ მდებარეობს, რომელსაც ჰელენ მირენი მართავს.
Downton Abbey 2010-...
თითოეულ სერიაში კროულების ოჯახი დიდ სასადილო მაგიდასთან იკრიბება. გამორჩეული და პომპეზური კერძები საგრაფო სამზარეულოს მთავარი გამოწვევაა.