როდესმე გინახავთ ჭარბწონიანი იაპონელი? სტატისტიკურად იაპონიაში ყველაზე მეტი კარგი ტანის პატრონი ცხოვრობს. რა არის მათი საიდუმლო?
ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, იაპონელები სახლში ჭამას ამჯობინებენ და სწრაფი კვების ობიექტებს იშვიათად სტუმრობენ. ამასთან, რესტორნების მენიუში ყველა კერძის კალორიულობაა მითითებული. იაპონელები მხოლოდ ახალ პროდუქტებს მიირთმევენ. ზოგიერთი მათგანის ვარგისიანობის ვადა 1 დღეა. ასევე, დაკვირვებით არჩევენ, იმას რასაც ჭამენ. ცხიმიანი სკავები მათ მენიუში არ შედის.
წარმოგიდგენთ ჩვეულებრივი იაპონელი გოგონას კვების რაციონს:
საუზმე:
ბევრ ქვეყანაში გოგონები საუზმეს ტოვებენ. იაპონელების უმრავლესობისთვის კი საუზმე მთელი რიტუალია. მთავარი პროდუქტებია: ბრინჯი, თევზი, ომლეტი და მჟავე ბოსტნეული. რაშია საიდუმლო? ბრინჯში. ჭკვიანი იაპონელები პურს ბრინჯით ცვლიან.
სადილი
თანამედროვე მომუშავე იაპონელები ხშირად სადილს გარეთ მიირთმევენ. იმისთვის, რომ ჯანმრთელობა და კარგი ფიგურა შეინარჩუნონ, გოგონები საკვებს ადრე იმზადებენ. რასაც „ბიზნეს-ლანჩს“ ვუწოდებთ, მათთან „ბენტო“ ჰქვია. „ბენტოში“ შედის ბრინჯი, თევზი ან ხორცი და ახალი ბოსტნეული.
ვახშამი
ვახშამს ყველა სხვადასხვანაირს ამჯობინებს. ევროპული, ჩინური ან იაპონური. იაპონურ ვახშამში აუცილებლად შედის ბრინჯი, ხორციანი სუპი, ბოსტნეული, თევზი ან ხორცი. ხშირად, ვახშამს სოიოს ყველის ტოფუთი ავსებენ-რაც იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ტოფუ მდიდარია ცილით, მარტივია მოსამზადებლად და ძალიან დასანაყრებელი პროდუქტია.
სასმელები
იცი რომელი სასმელი უყვართ იაპონელებს ყველაზე მეტად? საკე არა! მწვანე ჩაი-ის ხომ იდეალური ფიგურის ანტიოქსიდანტური წყარო და ერთგული მეგობარია. მწვანე ჩაი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და გახდომას ეხმარება. ჭკვიანი იაპონელები დღეში რამდენჯერმე სვამენ ჩაის. ჩვენს მსგავსად, მათაც უყვართ ტკბილელული, მაგრამ მკაცრს წესს ყოველთვის იცავენ: არასოდეს მიირთმევენ შოკოლადს ღამით.