პროდუქტები, რომელთა დანახვაზეც 90-იანები გვახსენდება.
საღეჭი რეზინა Love is…
ამ რეზინებში სიყვარულის შესახებ პირველ შთაბეჭდილებებს ვიღებდით. მისი მარწყვისა და ბანანის გემო კი უზომოდ მოგვწონდა.
მარგარინი „რამა“
რეკლამაში გვეუბნებოდნენ, რომ მისი პურზე წასმა ჯანსაღი საუზმის გარანტი იყო. მაშინ არ ვიცოდით, რომ ის მავნე იყო. მაგრამ ცარიელი მარგარინის ყუთში ხომ შემდეგ ნივთებსაც ვათავსებდით...
საღეჭი კანფეტები Мамbа
ვყვებოდით რეკლამას იმის მიუხედავად რომ არც კი ვიცოდით ვინ იყო სერიოჟა. უბრალოდ კარგად ჟღერდა.
„მივინა“
მშრალი „მივინა“-ასე ვინარჩუნებდით „ჯანსაღ“ ღვიძლს ამ სადილით.
საღეჭი რეზინა SHOCK
მჟავე, როგორც ერთი კილოგრამი ლიმონი. მაგრამ, თავს ბედნიერად ვგრძნობდით, როცა მშობლები მას გვყიდულობდნენ.
სასმელი YUPI
„ჯადოქრული ფხვნილი“ რომელიც ძლივსძლივობით იხსნებოდა თბილ წყალში. სასმლის ჭრელი ფერები თვალს გვჭრიდა და რატომღაც ძალიან გვაწყურებდა.
საღეჭი რეზინა Turbo
თუ Love is… გოგონებს უყვარდათ, „ტურბო“ ბიჭების არჩევანი იყო-„სუპერ“ მანქანებით.
კანფეტები Frutella
გვეჩვენებოდა, რომ შეფუთვაში კანფეტები ძალიან ბევრი იყო, თუმცა ქუჩაში გავიდოდით თუ არა მხოლოდ ქარალდი გვრჩებოდა ხელში.
ბისკვიტის რულეტები
ნამცხვარი მენდელეევის ცხრილით! ყოველთვის სწრაფად იჭმეოდა.
Тic Tac
მაშინ არავინ ფიქრობდა კალორიების დათვლაზე, მაგრამ „ტიკ-ტაკზე“ ყველას პირზე ეკერა „მხოლოდ 2 კალორია!“, როგორც ჩანს მარკეტოლოგების სწორი გათვლა იყო.
Кinder
ყველა აღიარებს, რომ „ქინდერი“ 90-იანების ყველაზე სასურველი პროდუქტია. მას ვისაც შოკოლადის მეტ კვერცხს მოუტანდნენ ბავშვებში მეფე იყო! მისი სათამაშოები კი დღემდე უნიკალურ პროდუქციად ითვლება.
პიტნის კანფეტები Rondo
ეს არამარტო სუპერ პინტნის კანფეტები იყო, არამედ მშობლების სატყუარაც, რომ ის ნატკენ ყელს არჩენდა. მშობლებს კი რეკლამის სჯეროდათ.
სარეჭი რეზინა Wrigley’s
ყველას სურდა ის ენაზე ისე მოეთავსებინა, როგორც რეკლამაში ნელა და დაკეცვით.
Chupa Chups
სხვადასხვა ფერის ბურთულები ძირში საღეჭი რეზინის მოლოდინით-ყველამ იცოდა, რომ თუ ფერადი ენა გამოგიჩნდებოდა, ესეიგი იმ დღეს „ჩუპა-ჩუპსი“ გქონდა ნაჭამი.
Кnorr
იდუმალი კუბიკი, რომელიც წყალს ჯადოსნურ სუპად აქცევდა! არომატი მთელს სახლში გარანტირებული იყო.
საღეჭი სიგარეტები
ჯდომა და „მოწევა“ პირველი ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გმირებს გვამგვანებდა.
შოკოლადის მონეტები
შოკოლადი, რომელიც ოქროსფერ ფოლგაში მონეტის სახით იყო შეფუთული ჩვენი დამაჯილდოვებელი ნიშანი იყო.
სუხარი „ტრი კორაჩკი»
ერთ-ერთი 90-იანების სიყვარული
„ბონიბონი:
M&M’s-მდე...
სარეჭი რეზინა Huba Buba
არამხოლოდ მისი გემო და ფერი მოგვწონდა, არამედ ვცდილობდით თანატოლებთან შედარებით ყველაზე დიდი ბუშტი გაგვებერა. რეკლამის მსგავსად ის ხშირად სახეზე გვასკდებოდა.
შოკოლადი Luna
„კიტკეტის“ წინაპარი - ვაფლი კარამელითა და შოკოლადით ბავშვობის ერთ-ერთი სიყვარული იყო.
MacCoffee
ვასრულებთ სასმლით, რომელზეც გვპირდებოდნენ, რომ სამი ერთში იყო: ყავა, რძე და შაქარი.