ქართულმა ღვინომ იაპონიაში კონკურსის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. „Sakura Japan Women’s Wine Awards“-ზე ტრიუმფატორი ღვინო კომპანია „ვაზიანის“ „საფერავი 2015“ გახდა.
კონკურსზე ქართულმა ღვინომ 13 პრიზი მოიპოვა, ხოლო საფერავი საუკეთესო პრიზიორად დასახელდა, რის გამოც ორმაგი ოქროს მედალი გადაეცა.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ მასშტაბური ღონისძიებაა. ჟიური მხოლოდ ქალბატონებისგან შედგება. მათი მოღვაწეობა ღვინის წარმოებას ეხება: ისინი მეღვინეები, ღვინის ჟურნალისტები თუ იმპორტიორები არიან.
გამარჯვებული ღვინო პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე FOODEX JAPAN 2017-ზე გაიყიდება.