კომპანია „სევერნი ალიანსი“-ს , რომელიც ალკოჰოლის რეალიზაციით არის დაკავებული, ქართული ღვინო „Siri (სირი) - ახალი ქართული ღვინოს“ მოსკოვის ბაზარზე გამოსაშვებად და გასაყიდად ემზადება.
ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ევგენი კომისაროვმა სააგენტო „მოსკვა“-ს განუცხადა:
"ჩვენ ვაპირებთ ალკოჰოლური ხაზის - „Siri (სირი)- ახალი ქართული ღვინო“-ს წარმოებაში ჩაშვებას. ქართულად რომ გადავთარგმნოთ, სირი ნიშნავს ბეღურას. ქართული ღვინის ხაზები ძალიან ტრადიციული და ერთფეროვანია, ამიტომ გაგვიჩნდა იდეა, რომ გავაკეთოთ ახალი თანამედროვე მიმართულება."