გაზაფხულზე ვიტამინები როგორც არასდროს, ისე გვჭირდება, იმისთვის, რომ მუდმივად კარგ განწყობაზე იყოთ და თავი შესანიშნავად იგრძნოთ, წარმოგიდგენთ ჯანსაღი სმუზების 3 რეცეპტს, რომელთა მომზადება ძალიან მარტივია, სარგებელი კი, საკმაოდ დიდი.
კენკრის სმუზი შვრიით
ინგრედიენტები:
¼ ჭიქა შვრია
½ ჭიქა გაყინული კენკრა
½ ჭიქა იოგურტი
½ ჭიქა ყინული
2 სუფრის კოვზი შაქარი
¼ ჩაის კოვზი ჯანჯაფილი
მოცემული ინგრედიენტები ბლენდერით ერთმანეთში ადღვიბეთ, სულ ესაა!
ნაღების სმუზი ფინიკებით
ინგრედიენტები:
¾ ჭიქა რძე
1/3 ჭიქა შუაზე გაჭრილი ფინიკები
½ ჭიქა ყინული
ბლენდერში ადღვიბეთ რძე და ფინიკები, მიღებული მასა 15 წუთით მაცივარში მოათავსეთ, ბლენდერში დაამატეთ ყინული და მიღებული მასა, ადღვიბეთ, სანამ ყველაფერი ერთმანეთში არ აირევა.
სმუზი ჟოლოთი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა გაყინული ჟოლო
¾ ჭიქა ვაშლის წვენი
½ ჭიქა იოგურტი
1 ბანანი
სურვილისამებრ ვანილი
ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ადღვიბეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.