ზღაპრებში 9 მთა თავგადასავლებითა და ხიფათით სავსე გზასთან ასოცირდება. ამასთან, რაღაც სანუკვარი და მიუწვდომელი სწორედ 9 მთის მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს.
ბრენდ „9 მთის“ ისტორიაც ასეთ ზღაპარს ჰგავს. ყველა მოგზაურს საკუთარი გზა აქვს, რომლის მანძილზეც ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს აუცილებლად იპოვის. ბრენდისთვის კი ამ მარშრუტმა ბერგენზე გაიარა და სწორედ სიახლისა და საინტერესო გამოწვევების სიყვარულმა თავის დროზე პირველ კათხა კრაფტ-ლუდთან მიიყვანა. ზღაპრის ბოლოს ერთი ყლუპით შეყვარება იმ ბედნიერ დასასრულად იქცა, რომელიც „9 მთის“ ისტორიას საფუძვლად დაედო...
ნორვეგიაში მოგზაურობა, კრაფტ-ლუდის მრავალფეროვან კულტურასთან გაცნობა და ლუდის გამოჩენილ ოსტატ ჯიქიუნ ქეთილთან შეხვედრა „9 მთისთვის“ იმ მთავარ ინსპირაციად იქცა, რამაც ლუდის ქართველი მოყვარულებისთვის წარუშლელი გამოცდილების გაზიარების მოტივაცია გააძლიერა.
„9 მთამ“ მოკლე ხანში შეძლო მიზანი რეალობად ექცია − ქართულ ბაზარზე კრაფტ-ლუდის უმაღლესი ხარისხის სტანდარტი დაენერგა და განევითარებინა. დღეს კი, როცა სფერო მსოფლიო მასშტაბით სწრაფად ვითარდება, „9 მთის“ მთავარ სამიზნეს სიახლეების მუდმივი შეთვისება წარმოადგენს.
3 წლის წინ ბრენდმა უნიკალური რეცეპტებით შექმნილი ლუდის პირველი სერია, ნორვეგიის ქარხანა Haandbryggeriet ჩამოასხა, რომელიც კრაფტ-ლუდის ხარშვის 18-წლიან გამოცდილებას ინახავს. მსოფლიო რუკაზე ნორვეგიის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ქვეყანა კრაფტ-ლუდის ხარშვის უმაღლესი ხარისხითა და ამ ხელოვნებაში პროფესიონალიზმითაა განთქმული.
თავდაპირველად, სამი სახის კრაფტის − HOPPY LAGER-ს, PALE ALE-ს და უმაღლესი ხარისხის სვიისგან დამზადებული IPA-ს წარმოება დაიწყო. შემდეგ „9 მთის“ ოჯახს კიდევ ორი ახალი სტილის ლუდი − HELLES და MARS ALE შეემატა. ჩამოთვლილი ლუდები მათვისაა, ვინც ინდუსტრიული ლუდის გემოს გამორჩეული გემოვნური თვისებებით განასხვავებს. კრაფტ-ლუდის ფილოსოფია ხომ სწორედ ესაა − გემო, ხარისხი, ინოვაცია და მრავალფეროვნება.
„9 მთის“ მიერ არჩეული კურსი უკლებლივ ყველა ღირებულებას იზიარებს და სხვადასხვა სახეობის ლუდი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით (ალაოთი, სვიით, საფუარითა და წყლით), გამორჩეული ტექნიკით და ლუდის ხარშვის მრავალწლიანი გამოცდილებით მზადდება.
მათთან შეხვედრა კი არაერთი სავაჭრო ცენტრის გარდა, უმთავრესად „9 მთის“ გურმანულ განსხეულებაში − რესტორანშია შესაძლებელი.
რესტორანში „9 მთა“ ჩამოსასხმელი, ბოთლისა და ქილის კრაფტ-ლუდის ყველაზე ფართო არჩევანია საქართველოში. 2 წლის განმავლობაში „9 მთამ“ საკუთარ სივრცეში 134 დასახელების ჩამოსასხმელი და 360 დასახელების ბოთლისა და ქილის ლუდი წარადგინა.
ბრენდი სხვადასხვა ქვეყნიდან ლიმიტირებული გამოშვების ლუდის სახეობების იმპორტითაც დაკავებულია და მუდმივად ახერხებს, კრაფტ-ლუდის ასორტიმენტი გაამრავალფეროვნოს და კოლექციას ის ნიმუშები შემატოს, რომელსაც ქვეყანა ჯერაც არ იცნობს.
მათი დაგემოვნება მრავალ მხარეში მოგზაურობას გულისხმობს და სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული სტილის კრაფტ-ლუდი „9 მთის“ რესტორანში სტუმარს ხვდება. მათ შორისაა Mikkeller, TOOL და Nogne დანიიდან, Brewdog შოტლანდიიდან, Omnipollo და Poppels შვედეთიდან, Stone, Sierra Nevada და Rogue აშშ-იდან, Brlo გერმანიიდან, Lervig ნორვეგიიდან და სხვა. ფართო არჩევანით განებივრებული მომხმარებლები ახალი შემომატების ამბებს სოციალურ ქსელშიც ეცნობიან. გამომწერები სიახლეების, ფასდაკლებებისა და აქციების, კრაფტ-ლუდის მასტერკლასებისა და დეგუსტაციების თუ სხვა საინტერესო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას „9 მთის“ Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებზე ეცნობიან.
რესტორნის კერძებიც „9 მთის“ ფილოსოფიის ღირსეული ნაწილია და ლუდის ფასეულობებს მისდევს, რომელიც ყოველდღიურად მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და ჯანსაღი პროდუქტებით მზადდება.
კლასიკური ქართული კულინარია თანამედროვე რეცეპტებში ადაპტირდა (აღსანიშნავია, რომ საყოველთაოდ მიღებული აზრის თანახმად, „9 მთაში“ ერთ-ერთი საუკეთესო ხინკალი მზადდება), ასევე კლასიკური ამერიკული და ევროპული კერძები, ლუდთან მისაყოლებელი წასახემსებელი და სხვა − რესტორნის იდენტობას ქმნის.
ძირითადი კერძების გარდა, აქ დღის საათებში (12:00-15:00-მდე) სტუმრებს ბრანჩის განსაკუთრებულ მენიუსაც სთავაზობენ. რა დროსაც, გემრიელ საუზმესა და ბრანჩს, ბონუსად ის ახლავს, რომ ლუდის თითქოსდა ხმაურიანი ბარი, მშვიდ და კომფორტულ გარემოს წარმოადგენს. შეხვედრებისა და დისტანციური მუშაობისთვის შესანიშნავი ადგილი ყოველდღიურად უამრავი სტუმრისთვის მყუდრო ატმოსფერო ხდება.
მოსაღამოება კი რესტორნის პირველ სართულზე მეგობრებთან ერთად, ბართან დროის გატარებასა და კრაფტ-ლუდის სახეობების დაგემოვნებას გულისხმობს. „9 მთას“ სხვადასხვა სამაგიდო თამაშისთვისაც ბევრი სტუმრობს და ადგილი მათთვისაცაა, ვინც შედარებით ხმაურიან გარემოს თავს არიდებს − ეს რესტორნის მეორე სართულია. განსხვავებული ინტერიერი, კომფორტული გარნიტურა, ვრცელი ტერასა და რაც მთავარია, შეუცვლელი აურა ის მიზეზებია, რის გამოც „9 მთას“ ირჩევენ.
როცა მუჰამედი არ მიდის მთასთან, „9 მთა“ მივა მუჰამედთან − „9 მთა“ ღონისძიებებისთვის პორტატულ ბარს (კეგერატორით, მაცივრით, ბარმენის მომსახურებით) უზრუნველყოფს. ღირსშესანიშნავ დღეს ლუდის მოყვარულები სასურველ სასმელს შეუზღუდავად ირჩევენ და იმ ხელოვნებით ტკბებიან, რომელსაც „9 მთის“ გუნდი ემსახურება.
მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ბრენდს ამჯერადაც სასიამოვნო სიახლე აქვს და მომხმარებლებს „ქროულერებს“ წარუდგენს.
ეს არის ჩამოსასხმელი ლუდი, რომელიც ადგილზევე, სპეციალური ტექნოლოგიით ალუმინის ქილაში იხუფება. მომხმარებელი ირჩევს ლუდის დასახელებასა და ქილის ზომას, რის შემდეგაც, აპარატის საშუალებით ახლად ჩამოსხმული ლუდი ქილაში იხუფება და ეტიკეტზე ხელითვე ეწერება ჩამოსხმის თარიღი. ქროულერი გემოვნურ და არომატულ თვისებებს 3-4 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს (თანაც „9 მთაში“ ქროულერებზე 25%-იანი ფასდაკლების აქცია მოქმედებს).
იდეა უნიკალური გემოს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და beer-to-go სერვისის შექმნის სრულყოფილი პრეზენტაციაა. საშუალება, რომ რესტორანში სტუმრობის შემდეგ საყვარელი ლუდი შინაც და თუნდაც, სადაც მომხმარებელს სურს, 9 მთას იქითაც წაიღოს. კერძების მსგავსად, ლუდის (ქილების, ბოთლების და ქროულერების) გამოძახებაც ონლაინმაღაზიიდან: www.9mta.ge ასევე wolt-ისა და glovo-ს საშუალებითაა შესაძლებელი.