ალბათ არცერთ სტუმარს არ დატოვებს გულგრილს ადგილი, სადაც ერთ სივრცეში იყრის თავს მშვიდი გარემო, დახვეწილი ინტერიერი და უგემრიელესი კერძები. სწორედ ასეთია "ბეირუთი", რომელიც მუდამ მომხმარებლების კმაყოფილებაზე და სიახლეების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. OK!-ის მკითხველს რესტორნის მენეჯერი მილანა დგებუაძე თავად უამბობს "ბეირუთის" კონცეფციისა და პრიორიტეტების შესახებ.
მილანა, გვიამბეთ "ბეირუთის" პრიორიტეტებისა და კონცეფციის შესახებ.
ჩვენს სამზარეულოში წარმოდგენილია მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებისგან მომზადებული კერძები. ჩვენ არ ვიყენებთ გაყინულ ხორცს, ვიყენებთ მხოლოდ სისხლგამოცლილ ხორცს − ჰალალს, რომელიც არის სუფთა და ბაქტერიების გარეშე. რაც შეეხება უშუალოდ კერძებს და სალათებს, არ ვიყენებთ მაიონეზს, ყველაფერი მზადდება ზეითუნის ზეთით და ჯანსაღი ინგრედიენტებით. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის "ბეირუთის" მთავარი უპირატესობა, რომელიც გულგრილს არცერთ ჩვენს სტუმარს არ ტოვებს.
რა გავლენა მოახდინა პანდემიის პერიოდმა რესტორანზე და რა სიახლეებით დაუბრუნდით საზოგადოებას?
ვინაიდან ჩვენი რესტორანი ძირითადად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი, პანდემიის პერიოდმა და საზღვრების ჩაკეტვამ ძალიან ცუდად იმოქმედა.
ქართველი საზოგადოება ჯერ არ იცნობდა კარგად ლიბანურ სამზარეულოს, შესაბამისად უცხო იყო ჩვენთან წარმოდგენილი კერძები. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში უფრო აქტუალური ხდება ისეთი კერძები, როგორიცაა ჰუმუსი, ფალაფელი.
ლიბანური რესტორანი აქამდე მხოლოდ ერთი იყო და მეორეა "ბეირუთი", თუმცა ჩვენ შემთხვევაში უფროსიც და მზარეულიც ლიბანელები არიან. შესაბამისად, ყველაფერი მზადდება ზუსტად იგივე რეცეპტებით, როგორც ლიბანში.
როგორც აღვნიშნეთ, პანდემიის პერიოდში ძალიან იმოქმედა ჩაკეტილმა საზღვრებმა, ამიტომ რესტორანში დავამატეთ ევროპული კერძები, რადგან ჩვენთან ბევრი ინტერიერის გამო შემოდის და ვერ ხედავს მისთვის ნაცნობ კერძებს. ვეცადეთ ყველა მომხმარებლის სურვილი გაგვეთვალისწინებინა და ვფიქრობ, გამოგვივიდა ჩანაფიქრი.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
"ბეირუთი" გამოირჩევა ძალიან მყუდრო და მშვიდი გარემოთი, ბევრი ადამიანი აქ სამუშაოდაც მოდის. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ მოუსმინონ ლაუნჯ სტილის მუსიკას და სრულად განიტვირთონ ჩვენთან გატარებული დროის განმავლობაში. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მომსახურება და მუდამ მომღიმარი პერსონალი, რომლებიც თქვენს განწყობაზე ყოველთვის ზრუნავენ.
აპირებთ ახალი ფილიალის გახსნას?
ახალი ფილიალის გახსნა დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენი რესტორნის წარმომადგენლები და დამფუძნებლები ნაბილ ასსაფი და უსამა მოუსსა საქართველოში ვერ ჩამოდიან, რაც ძალიან რთულია და უამრავ პრობლემას ქმნის.
გეგმაში გვქონდა "ექსპრეს ბეირუთის" გახსნა მოლებში ან ტურისტულ ხმაურიან ადგილებში, მაგრამ თუ სამყაროში არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, ყველაფერი უკან დაიწევს და მოგვიწევს უარი ვთქვათ ყველანაირ სიახლეზე.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გავხსნით ფილიალებს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და სომხეთში.
მისამართი– ყაზბეგის#2
032 23100 09