ხართ გურმანი და მნიშვნელოვანია თქვენთვის ხარისხი, რომელიც საკვებში იგრძნობა? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან OK! GASTRO BOOK თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ადგილის შესახებ გიამბობთ, რომელიც FREAKYDOG-ის სახელით გამოჩნდა ბაზარზე და მომხმარებლებს დოგების მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სპეციალურად Freaky-ის რეცეპტით შექმნილი სლაიდერის პურითა და ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებით დამზადებული დოგი მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰოთდოგი, რომელიც ზოგიერთებს ახსოვთ 1990-იანების ბავშვობიდან.
OK! FreakyDog-ის დამფუძნებლებს, ელი ალხანაშვილს და ლევან პატარაიას ესაუბრა, რომლებიც უფრო დეტალურად გვიამბობენ კონცეფციისა და მიზნების შესახებ.
როგორ გაჩნდა Freakydog-ის გახსნის იდეა და რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა?
მეგობრები ხშირად ვმოგზაურობთ. ევროპაში კი, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადგილია, სადაც გემრიელი საჭმლის გარდა, განსხვავებულ კონცეფციას, კრეატიულ გარემოს და მოკლედ რომ ვთქვათ, სრულყოფილ ბრენდს გთავაზობენ.
ჩვენი მიზანიც ეს იყო − შეგვექმნა ქართული ბრენდი, რომელიც „ჩვენ გვგავს“ და სხვას არავის. ვინც ჩვენთან მოდის ან თუნდაც იძახებს ჩვენს პროდუქტს, დარწმუნებული ვარ, უკვე ჩვენზეც შეექმნა წარმოდგენა, ბრენდის მთლიანი კონცეფციიდან გამომდინარე.
FreakyDog − არ არის სწრაფი კვების ობიექტი და ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოგების გაგება სხვა საფეხურზე ავიყვანეთ თბილისში.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებელს ვთავაზობთ თბილისში ერთადერთ გურმე დოგს, რომელიც მაღალი ხარისხის ადგილობრივი წარმოების ხორცპროდუქტებით, სპეციალურად ჩვენი რეცეპტით შექმნილი სლაიდერის ფუნთუშა პურითა და სოუსებით მზადდება. ყველაზე მთავარი კი ჩვენი ახალგაზრდა და კრეატიული მზარეულების გუნდია. სწორედ ამ ყველაფრის სინთეზი ქმნის FreakyDog-ის დასამახსოვრებელ გემოს.
რისი დაგემოვნებაა შესაძლებელი რესტორანში?
ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ 8 ტიპის დოგს, ფრის სხვადასხვა ვარიაციას, სალათებსა და შეიკებს.
არჩევანი გვაქვს ვეგეტარიანელებისთვისაც: სპეციალურად მათთვის, ჩვენმა შეფმა შექმნა ვეგეტარიანული სოსისის რეცეპტიც და მენიუში არსებული დოგების უმეტესობით შეუძლიათ ისიამოვნონ.
სად მდებარეობს FreakyDog ტერიტორიულად?
თბილისში, ნიკო ნიკოლაძის 2 ნომერში.
მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია?
ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ საკურიერო კომპანიებთან და ვფიქრობთ ჩვენი მიტანის სერვისის ამოქმედებაზე.
სამომავლო გეგმები.
დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობთ მეორე ფილიალის გახსნაზე, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრანჩაიზთან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. სამომავლოდ ვგეგმავთ დოგების მენიუს გაფართოებას, ჩვენი სოსისების წარმოებას და ბურგერის ხაზის დამატებას.