კომპანია APINOX უკვე 15 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე საქმიანობს და საზოგადოებას პროფესიული/ინდუსტრიული სამზარეულოებისა და ბარების ტექნიკისა და აღჭურვილობის ფართო არჩევანს სთავაზობს. OK! კომპანიის დირექტორს და მფლობელს, აპი არსლანს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ.
გაგვაცანით კომპანია Apinox.
ჩვენ წარმოვადგენთ 100-მდე მსოფლიოს წამყვან ბრენდს ამ სექტორში, ვართ „ელექტროლუქსის“ ოფიციალური დილერი და სერვისპარტნიორი. აგრეთვე ჩვენ თავად ვაწარმოებთ დანადგარებსა და უჟანგავი ფოლადის ნაწარმს ჩვენს ქარხანაში, სტამბოლში.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
ჩვენი მომხმარებლები არიან სასტუმროები, რესტორნები, საგანმანათლებლო და პენიტენციური დაწესებულებები, ასევე რიგ შემთხვევებში ადამიანები, რომლებსაც შინ პროფესიული სამზარეულოს მოწყობა სურთ.
სად მზადდება პროდუქცია?
Apinox-ის ბრენდის პროდუქცია სტამბოლში მზადდება, თუმცა ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან ევროპულ, ამერიკულ და თურქულ ბრენდებს.
გვესაუბრეთ ხარისხზე.
ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია ყველა საფასო კატეგორიის პროდუქცია. გვაქვს როგორც საბაზო მოდელები, ასევე უმაღლესი სტანდარტისა და უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი დანადგარები. ჩვენი მიზანია მომხმარებელთან კონსულტაციის შედეგად დავადგინოთ მათი საწარმოო მოცულობა, მიზნები, და ამის შემდეგ მივაწოდოთ მაქსიმალურად ხარისხიანი და მდგრადი აღჭურვილობა.
სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში: წერეთლის 87-სა და სტანისლავსკის 12-ში.
სამომავლო გეგმები.
ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმები ბაზრის არეალის გაფართოებას უკავშირდება. უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ყატარში, დუბაიში, სომხეთში, აზერბაიჯანში, გერმანიასა და ბელგიაში. გვსურს გავზარდოთ ქვეყნების სია. აგრეთვე ვამზადებთ ონლაინპლატფორმას, სადაც მომხმარებელი შეძლებს გაეცნოს ინფორმაციას დანადგარებისა თუ აქსესუარების შესახებ და შეიძინოს.