თბილისში იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ რესტორანს, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს გასტრონომიულ სფეროში და საზოგადოებას მყუდრო გარემოსა და უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. რესტორანი „კერია“ სწორედ ასეთია... აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული კერძები და ბოლომდე შეიგრძნოთ ქართული ტრადიციული გემოვნური თვისებები. OK! „კერიას“ მენეჯერს თიკო კორაშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს რესტორნის კონცეფციის შესახებ.
გვიამბეთ რესტორანი “კერიას” შესახებ, რამდენი ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა და რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე?
რესტორანი „კერია“ 2009 წლის თებერვალში გაიხსნა და მას შემდეგ საკმაოდ საინტერესო და რთული პერიოდი გამოიარა დღევანდელ დღემდე. მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა დიდი გავლენა იქონია საქართველოზე და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა „კერიას“ გახსნაც, რასაც ძალიან დიდი ძალისხმევა, ხარისხისა და გემოვნური თვისებების დახვეწა და განვითარება დასჭირდა, რათა თავისი მუდმვი მომხმარებელი გაეჩინა და შეენარჩუნებინა დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე. გახსნის დღის შემდეგ „კერია“ მუდმივად ცდილობს იყოს კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი ამ სფეროში არსებულ ბაზარზე.
ხარისხის ასამაღლებლად, გახსნის დღიდან ახალი ინოვაციური პროგრამების ძიებაში და პერსონალის ტრენინგებში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად დიდი რესურსი გაწია, რათა დღევანდელ დღეს უკვე ხშირ და მუდმივ მომხმარებელს მომსახურებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად ორიენტირებული იყო და არის ხარისხზე და ნატურალურ პროდუქტზე, ამის გადაცემა სტუმრისთვის არც ისე რთული იყო, რადგან ყველა მოსული ადამიანი, კერძების დაგემოვნების შემდეგ ამაში თავად რწმუნდებოდა. ყველა, მომუშავე პერსონალი ჩართულია, რომ სტუმარმა მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა სახის მომსახურებაზე და ნატურალურ პროდუქტებთან დაკავშირებით. „კერიასთვის“ სტუმარი ყველაზე სასურველი და მოსაფრთხილებელია.
რა ტიპის მომსახურეობას სთავაზობთ მომხმარებელს?
„კერია“ არის მაღალი კლასის კლასიკური, ქართული რესტორანი, რომლის ხარისხზეც დატრენინგებული და კვალიფიცირებული თანამშრომლები ზრუნავენ. კერიაში მომუშავე პერსონალს, კარგად აქვთ გაცნობიერებული სტუმართ-მასპინძლობის საკითხი ამიტომ, „კერიაში“ მომსახურება ყოველთვის იწყება თბილი დახვედრით და ასევე თბილად გრძელდება სამომავლო ურთიერთობაც.
გვესაუბრეთ კერძებზე, რომლების დაგემოვნებაც არის რესტორანში შესაძლებელი.
როგორც ავღნიშნეთ, „კერიას“ სამზარეულოში ყოველთვის ნატურალურ პროდუქტებს ვიყენებთ, რაც დიდ ნდობას იწვევს სტუმრების მხრიდან. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს, შეუძლია ყველა ქართული, ტრადიციული კერძის დაგემოვნება. განსაკუთრებით კი დიდ აქცენტს ვაკეთებთ ცნობილ სვანურ სამზარეულოზე. სპეციალურად სვანური კერძების მოსამზადებლად ჩამოყვანილი გვყვავს სვანეთიდან მზარეული, რომელიც ძირძველ სამზარეულოს აღვიძებს კერიაში, როგორიცაა: კუბდარი, ხაჭაპური ფეტვით, ჭვიშტარი ფეტვით, თაშმიჯაბი ნამდვილი სვანური რეცეფტებით მზადდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და საკვების ბიოლოგიური შემადგენლობა, ამიტომ ფეტვი, როგორც გემრიელი ასევე, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, რკინას და სხვადასხვა ვიტამინს.
გარემო, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს ხვდებათ.
რესტორანი „კერია“ საკმაოდ დიდ და ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს დარბაზებისა და გარემო-ატმოსფეროს მიხედვით. ჩვენთან მოსული ყველა სტუმრისთვის არის სხვადასხვა სივრცე და გასართობი პროგრამები. კლასიკური დარბაზი, რომელიც სიმყუდროვით, სიმშვიდით და წყნარი მუსიკით გამოირჩევა, საკმაოდ მოთხოვნადია ვახშმებისთვის, ოჯახური შეკრებებისთვის. ასევე ლაუნჯი, რომელიც ლამაზი ატმოსფეროთი და მშვიდი მუსიკით გამოირჩევა. ქართულ-აზიური დარბაზი სტუმრებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, რადგან აქ ულამაზესია როგორც ინტერიერი და ექსტერიერი, ასევე ბენდი, რომელიც მუდამ ზრუნავს სტუმრების ხასიათზე და გართობაზე. ეზო, რომელიც ულამაზესი ხედით, სიმწვანით გამოირჩევა.. მოთხოვნადია როგორც ყოველდღიური სტუმრებისთვის, ასევე დიდი ღონისძიებებისთვისაც, როგორიცაა ქორწილები და კორპორატიულები.
რა მიგაჩნიათ რესტორნის მთავარ უპირატესობად?
რესტორანი „კერიას“ მთავარი უპირატესობაა ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტი, კარგი მომსახურეობა, გარემო, ატმოსფერო, ცოცხალი მუსიკა, მუდამ მომღიმარი და თბილი პერსონალი და რაც მთავარია მისაღები და მომხმარებელზე მორგებული ფასები.
სამომავლო გეგმები.
რესტორანი „კერია„ ყოველთვის შრომობს ძალიან ბევრს იმისთვის, რომ იყოს მუდამ დახვეწილი და სტუმრისთვის ინოვაციური. ამიტომ ყოველთვის და სამომავლოდაც ვაპირებთ, რომ ყველა მომსახურეობა თუ კერძი იყოს ახალი და საინტერესო ჩვენი სტუმრისთვის. მომავალში დაგეგმილია კიდევ ბევრი სიახლე და რა თქმა უნდა გაფართოება მომხმარებლისთვის.