ტაილანდური სამზარეულო სავსეა დელიკატესებით, რომლებიც აღვიძებს ადამიანის გემოს შეგრძნების რეცეპტორებს. ტაილანდურ სამზარეულოს მიმზიდველობას სძენს ჰარმონია, რომელსაც ყოველი კერძის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ. მაშასადამე, საკვირველი სულაც არაა, რომ ის მოწონებას იმსახურებს მრავალ ამერიკელს შორის. თუმცა, სხვა ადამიანების მსგავსად, შესაძლოა თქვენც გაწუხებდეთ აზიური სამზარეულოს ნეგატიური ელემენტები.
ტაილანდურ რესტორანში ალბათ არასდროს გაგისინჯავთ კერძი მონონატრიუმის გლუტამატის დანამატის გარეშე. შეგიძლიათ ძებნა შეწყვიტოთ. „თაი ბოქსი“ წარმოადგენს ქართულ გასტრონომიულ „სცენაზე“ საუკეთესო ტაილანდურ რესტორანს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღ ტაილანდურ კერძებს. OK! კომპანიის მფლობელს, კრისტიან სომსანგუანსა და მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერ ვიქტორია დავითაშვილს ესაუბრა და უკეთ გაიგო, თუ რატომ უნდა შეარჩიოთ „თაი ბოქსი“ ტაილანდური კერძების დასაგემოვნებლად საქართველოში.
რა არის ტაილანდური სამზარეულო?
(კრისტიან სომსანგუანი): ტაილანდური სამზარეულო ეწოდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ვიეტნამის, კამბოჯისა და მიანმარის მოსაზღვრე ქვეყნის სამზარეულოს. გეოგრაფიულად, ტაილანდი ცნობილია ნატურალური ინგრედიენტებისა და სანელებლების სიმრავლით, რომელიც მხოლოდ აქაა წარმოდგენილი და იშვიათად თუ მოიპოვება სხვაგან. მაშასადამე, ჩვენი სამზარეულოს კომპლექსურობა და სიღრმე ასახავს, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ინგრედიენტებს და მრავალფეროვანი მეთოდებით ვქმნით ისეთ კერძებს, როგორიცაა პად ტაი, ტომ იამ კუნგი (ხამანწკები) და მწვანე ტაილანდური ქარი. ტაილანდური სამზარეულო, რომელიც ტრადიციულად ცნობილია ეგზოტიკური არომატებითა და სანელებლებით, გთავაზობთ ხუთი ძირითადი გემოს საუკეთესო კომბინაციას - მჟავე, ტკბილი, მწარე, მარილიანი და ცხარე. კაფირის ლაიმი არის ტაილანდური სამზარეულოს ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც კერძებს უნიკალურ გემოს ანიჭებს.
როგორ უნდა მივირთვათ ტაილანდური კერძები?
(კრისტიან სომსანგუანი): აზიური კერძების უმრავლესობისგან განსხვავებით, ტაილანდური კერძები მიირთმევა კოვზით და ჩანგლით. თუმცა, ტაილანდური წვნიანები და წვნიანის მსგავსი კერძები, რომელიც ატრიას შეიცავს, მიირთმევა ჩხირებითა და ჩინური წვნიანის კოვზით.
საუკუნეების განმავლობაში ტაილანდური სამზარეულო განვითარდა და გაუმჯობესდა, თუმცა ერთი კომპონენტი დღემდე უცვლელადაა შენარჩუნებული, რომელიც დღესდღეობით ჩვენი კულტურის ნაწილს წარმოადგენს და გვჯერა, რომ თავის ადგილს იპოვის ქართულ სამზარეულოსა და კულტურაშიც. ტაილანდური კერძები უნდა მიირთვათ და გაუზიაროთ თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს.
რა რის MSG და რატომ გამოიყენება რესტორნების მიერ?
(კრისტიან სომსანგუანი): MSG აღნიშნავს მონონატრიუმის გლუტამატს. ეს არის საკვები დანამატი, რომელიც ზოგადად, აზიურ სამზარეულოშია გავრცელებული და გამოიყენება რესტორნების უმრავლესობის მიერ თავიანთ კერძებში. ამგვარად, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ მაღალი ხარისხის არომატი დაბალხარისხიანი და ნაკლებად ნატურალური ინგრედიენტების გამოყენების შემთხვევაშიც კი. გარდა ამისა, MSG-ის მიღებასთან დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის რესპირატორული პრობლემები, გულის ტკივილი, თავის ტკივილი, სახის შეშუპება და აჩქარებული გულისცემაც კი.
თბილისის მრავალი აზიური რესტორნისგან განსხვავებით, „თაი ბოქსი“ იღებს სხვადასხვა მიდგომას თავისი კონკურენტი აზიური რესტორნებისგან. მიუხედავად ამისა, ჩვენს რესტორანში არსებობს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მონონატრიუმის გლუტამატთან და სხვა დანამატებთან დაკავშირებით, რომელთაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ მომხმარებლებზე. ჩვენთან ყოველდღე ახალი კერძები მზადდება მძაფრი სანელებლებისა და ინგრედიენტების გამოყენებით.
რამ შთაგაგონათ „თაი ბოქსის“ გახსნა?
(კრისტიან სომსანგუანი): Bangkok Post-ის თანახმად, რომელიც ტაილანდში ერთ-ერთ უდიდეს საინფორმაციო და მედიაკომპანიას წარმოადგენს, 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო სულ 20 000 ტაილანდური რესტორანი არსებობდა, ხოლო მათგან 10 000 მდებარეობდა ამერიკაში. თუმცა, „თაი ბოქსის“ გახსნა ჩვენთვის არ ნიშნავს უბრალოდ ამ ტენდენციის გაგრძელებას. ჩვენი დაკვირვებით, ქართულ სარესტორნო ბაზარზე არ არსებობდა ჯანსაღი, მაღალი ხარისხის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნამდვილი ტაილანდური კერძების საკვები ობიექტი. ჩვენი სურვილი იყო ამ ნაკლებობის შევსება. ჩვენი რწმენით, ძლიერი სარესტორნო ბრენდის შექმნით, ნამდვილად ვუპასუხეთ მომხმარებლების მოთხოვნას, შევძელით გეოგრაფიულ თავისებურებებთან მორგება და მოვიგეთ ყველას გული, განურჩევლად მათი წარმომავლობისა.
ჩვენი მიზანია თითოეულმა მომხმარებელმა შეიგრძნოს ტაილანდური სამზარეულოს განსაკუთრებულობა. ჩვენი კერძები იქმნება სწრაფად, თუმცა ხარისხი ყოველთვის შენარჩუნებულია, შთაგონებას კი თბილისის საქმიანი ცხოვრების წესი წარმოადგენს. კერძების ღირებულება ხელმისაწვდომია, ამრიგად თბილისის მცხოვრებლებს შეუძლიათ ყოველდღე დააგემოვნონ ჯანსაღი ტაილანდური კერძები ჩვენთან, ძვირადღირებული რესტორნებისგან განსხვავებით.
გვიამბეთ „თაი ბოქსის“, როგორც კომპანიის, შესახებ. რა სტრატეგია აქვს და როგორ მუშაობს?
(კრისტიან სომსანგუანი): ჩვენი კომპანია დაარსდა იანვარში, თუმცა საქართველოში აზიური სამზარეულოს მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, მაღალი შედეგები აჩვენა. ჩვენი სტრატეგია ოთხი სიტყვით შეგვიძლია გადმოვცეთ: თანმიმდევრულობა, ხარისხი, ხელმისაწვდომობა და პროფესიონალიზმი.
მომხმარებელს ვპირდებით, რომ მოვამზადებთ ჯანსაღ, ნამდვილ ტაილანდურ კერძებს, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მათთვის. ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით, არასდროს გაუჩნდებათ პრეტენზია. ჩვენი გუნდი ყოველთვის უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის კერძების მომზადებას.
(ვიქტორია დავითაშვილი): „თაი ბოქსის“ გუნდს, ასევე ფასეულობას სძენს კომპანიის ლიდერი, კრისტიან სომსანგუანი, რომელიც სხვადასხვა სექტორის აქტიური მეწარმე გახლდათ მრავალ ქვეყანაში. ის ეხმარება თავის გუნდს პროფესიონალიზმის სტანდარტის შენარჩუნებაში პოზიტიური სამუშაო კულტურის დანერგვით, სადაც გუნდის თითოეული წევრის პიროვნული და პროფესიული განვითარება მნიშვნელოვნად მიიჩნევა. გუნდი მომზადებულია არა მხოლოდ ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად, არამედ მის თითოეულ წევრს გააზრებული აქვს „თაი ბოქსის“ კომპანიის ღირებულებები, რაც ქმნის ძლიერ კავშირს გუნდის შიგნით და შესაბამისად აისახება მომხმარებლისთვის მირთმეულ თითოეულ კერძზე. ამრიგად, გუნდის შიგნით არსებული კმაყოფილება ანალოგიურად აისახება მომხმარებელზე.
როგორც ვიცით, „თაი ბოქსი“ საქართველოში ერთ-ერთ პირველ ნამდვილ ტაილანდურ რესტორანს წარმოადგენს. გვითხარით, რა გამოარჩევს მას? რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენს რესტორანზე?
(კრისტიან სომსანგუანი): ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ სიტყვები − „ჯანსაღი“, „ავთენტური“ და „ხელმისაწვდომი“ ძნელია ერთდროულად ერთ წინადადებაში მოვაქციოთ. ჩვენ დავუპირისპირდით ამ შეხედულებას ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული ტაილანდური კერძების შექმნით, რომელიც ხელმისაწვდომია თბილისის მცხოვრებლებისთვის. ნამდვილი ავთენტურობის მიღწევის მიზნით, ჩვენმა კომპანიამ შექმნა ინგრედიენტების ფართო რესურსი და საექსპორტო სისტემა პირდაპირ ტაილანდიდან გამოსაგზავნად.
გარდა ამისა, ჩვენი შეფმზარეული ტაილანდელია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ ნამდვილი ტაილანდური კერძები ყოველგვარი არაჯანსაღი დანამატების გარეშე, როგორიცაა მაგალითად, MSG. ჩვენი კერძები გემრიელია და მომხმარებლებს მათი კვლავ დაგემოვნების სურვილი უჩნდებათ. კომპანიის შიდა კომუნიკაციას ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სათანადოდ გამართულმა სისტემამ და მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ კომპანიის შიგნით არსებულმა პრობლემებმა ზეგავლენა არ იქონიოს ჩვენ მიერ მიწოდებულ კერძებზე.
ჩვენი რესტორნის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელია ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ნარჩენების მაქსიმალური გამოყენების პრაქტიკა. ჩვენ ვიყენებთ ინგრედიენტების ყველა ნაწილს, მათ შორის ისეთ ნაწილებს, რომლებსაც სხვა რესტორნებში სანაგვეზე ყრიან. გარდა ამისა, ყოველი დღის ბოლოს, დღის განმავლობაში მორჩენილი ინგრედიენტებისგან ვამზადებთ კერძებს, რომელთაც ვათავსებთ ქაღალდის ყუთებში და ვარიგებთ თბილისში არსებულ თავშესაფრებში.
რას იტყვით პროდუქციის ხარისხისა და სიჯანსაღის შესახებ?
(კრისტიან სომსანგუანი): ჩვენი პროდუქციის ხარისხი ნატურალური ინგრედიენტების მოხმარებით არის განპირობებული. ჩვენი საავტორო კერძებისთვის ვიყენებთ როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებულ ტაილანდურ ინგრედიენტებს. თუმცა უარს ვამბობთ არაჯანსაღ დანამატებზე, როგორიცა მონონატრიუმის გლუტამატი. ვინაიდან სანელებლებისა და ბალახების უმეტესობა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ერთ-ერთი ინგრედიენტი, რომელსაც რამდენიმე კერძში ვიყენებთ, არის კაფირის ლაიმის ფოთლები. კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ზეთის ექსტრაქტი ხშირად გამოიყენება ჰემოკონტაქტური დაავადებების ან სისხლის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ამცირებს შფოთვას თავისი არომატული მახასიათებლების წყალობით.
ჩვენი რესტორნის გამორჩეული მახასიათებელია ინგრედიენტების საფუძვლიანი ცოდნა, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ გემრიელი კერძები, არამედ ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
როგორც ვიცით, თქვენ მიერ გამოყენებული ინგრედიენტები იმპორტირებულია, გვიამბეთ უფრო მეტი ამის შესახებ.
(კრისტიან სომსანგუანი): ჩვენი სურვილია მომხმარებელმა დააგემოვნოს ნამდვილი ტაილანდური კერძები. ზოგიერთი ინგრედიენტი ადგილობრივ ბაზარზე არ მოიპოვება. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ მოვახდინოთ აღნიშნული ინგრედიენტების იმპორტირება. მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს გარემოსა და ეკოლოგიური სიჯანსაღის მიმართ, აქედან გამომდინარე, ყოველთვის ზუსტად ვიცით, თუ რა პირობებში ხდება ჩვენ მიერ გამოყენებული პროდუქციის მიღება. ყველა პროდუქტს უშუალოდ მწარმოებლისგან ვიღებთ, მათ შორის − იმპორტირების შემთხვევაშიც.
რატომ მიირთმევენ ადამიანები სხვადასხვა კულტურის სამზარეულოს, სხვადასხვა ტიპის კერძებს?
(კრისტიან სომსანგუანი): გასტრონომიული კულტურა არ წარმოადგენს ერთჯერად შთაბეჭდილებას, რომელსაც უნდა ეზიარო, არამედ ახალი კერძების დაგემოვნებისა და საინტერესო გემოების განცდის დინამიკური პროცესია. სხვადასხვა კულტურის კერძების გასინჯვა მხოლოდ გასტრონომიის მოყვარულებს არ ხიბლავთ. უბრალოდ, დახუჭეთ თვალები და დააგემოვნეთ თქვენი პირველი კერძი. მიუხედავად იმისა, რომ ახალ კერძს ჩვეულებრივ განსხვავებული გემო აქვს, არსებობს შანსი, რომ მოგეწონოთ და კვლავ მიირთვათ.
რამდენად მრავალფეროვანია მენიუ? რომელი განსაკუთრებული ტაილანდური კერძების დაგემოვნება შეუძლიათ მომხმარებლებს და ვინ არიან შეფები?
(კრისტიან სომსანგუანი): მომხმარებლებს ვთავაზობთ სტარტერებს, ძირითად კერძებს და დამატებით კერძებს. ჯამში, დაახლოებით 30-45 სახეობის კერძს ვამზადებთ მოთხოვნის მიხედვით და დამატებით ვთავაზობთ სპეციალურ მენიუს, რომლის განახლება თვეში ერთხელ ხდება. თუ თქვენ ესტუმრებით „თაი ბოქსს“, ჩვენი 3 შეფმზარეული მოგემსახურებათ უგემრიელესი კერძებით. წარმოგიდგენთ რამდენიმე ტაილანდურ კერძს, რომელიც შეგიძლიათ ჩვენთან დააგემოვნოთ, ესენია: მასამან ქარი, მწვანე ქარი, ტაფაზე შემწვარი კაშუს თხილი, პად ტაი, ტომ იამი წვნიანი, ტომ იამი შემწვარი ბრინჯი.
რას გეგმავთ მომავალში?
(კრისტიან სომსანგუანი): მომავალში „თაი ბოქსის“ ბრენდის განვითარებას გავაგრძელებთ სხვადასხვა სტრატეგიული მარკეტინგული ინიციატივის მეშვეობით. გარდა ამისა, ვგეგმავთ ინოვაციურობისა და ამბიციურობის შენარჩუნებას. აგრეთვე, განვიხილავთ საერთაშორისო ქსელის გავრცელებას გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, ხოლო საერთაშორისო ექსპანსიის მეორე ეტაპზე – რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც.
(ვიქტორია დავითაშვილი): ჩვენი კომპანია ახლად დაარსებულია, მას მართავს მოტივირებული და ახალგაზრდა გუნდი, რომელიც სწრაფად ვითარდება. ამ ეტაპზე ვიხსნებით ვაკესა და გლდანში. ჩვენ ვგეგმავთ „თაი ბოქსის“ განვითარებას არა მარტო სარესტორნო კუთხით, არამედ ვმუშაობთ ახალ პროექტზე, სახელწოდებით MUSHY. თქვენ შეძლებთ შინიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, მოამზადოთ ტაილანდური და სხვა ქვეყნების სამზარეულოს კერძები. ჩვენ მოგაწვდით ყველა საჭირო ინგრედიენტს, მინიმალური შეფუთვით და მარტივი ვიდეოინსტრუქციით, რომელსაც ჩვენს ვებგვერდზე ან სხვა ინტერნეტარხის საშუალებით გაეცნობით.