გთავაზობთ ძალიან გემრიელ და საინტერესო რეცეპტს, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლოა, მეცნიერების მტკიცებით, სიცოცხლის გახანგრძლივებაც შეუძლია.
ზოგადად, ხაჭო აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაგრებს გულს, ძვლებსა და სახსრებს, სასარგებლოა ნევროზებისა და დეპრესიის დროს. მას ორგანიზმი კარგად ითვისებს.
ახლა კი გადავიდეთ ლიმნის ხაჭოს მომზადების წესზე:
ინგრედიეტები:
1 ლიტრი რძე;
1 ცალი ლიმონი.
აიღეთ ლიმონი, გამოაწურეთ წვენი და რძიანი ქვაბი ცეცხლზე შემოდგით, როდესაც რძე კარგად გაცხელდება, სანამ ადუღდებოდეს, ჩაასხით მასში ლიმონის წვენი, სწრაფად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით - ხაჭოც მზადაა! აიღეთ დოლბანდი და ზედმეტი სითხე გადაწურეთ. სასურველია, თუ ამ ხაჭოს უმარილოდ და უშაქროდ მიირთმევთ - ასე მისი სასარგებლო თვისებები მთლიანად შენარჩუნდება.