საკონდიტრო „ითი“ 26-ე წელია ქართულ ბაზარზე არსებობს და გურმანებს უგემრიელესი ტკბილეულით ანებივრებს. ეს არის გემო,რომელიც თაობებს ახსოვს, ჩვენი უპირატესობა ძველი რეცეპტები და ნატურალური პროდუქტებია, რომელთა მეშვეობითაც იქმნება დაუვიწყარი გემო.
„ახალი ითი“ კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტით უმასპინძლდება მომხმარებელს და 60 სახეობის უგემრიელეს ნამცხვარს, 40 სახეობის ტორტსა და ცომეულის ფართო არჩევანს სთავაზობს, ასევე სადღესასწაულო ტორტებს თქვენთვის სასურველი დიზაინით.
განახლებულ ითის ხელმძღვანელობს ახალი თაობის კონდიტერები, ძველ კონდიტრებთან ერთად „ახალი ითის“ დამფუძნებლები ლევან ჯავახიშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი.
მიეცით ორგანიზმს საშუალება გამოიმუშავოს ბედნიერების ჰორმონი-სერატონინი! „ახალი ითის“ პატარა მშვიდი და კოხტა კაფეები კი თქვენი სიმყუდროვის გარანტია.
ჩვენ ყოველდღე, 10:00-დან 22:00 საათამდე თქვენს სამსახურში ვართ.
თბილისი; საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზ; N-39/39ა
თბილისი; თავისუფლების მოედანი, ლეონიძის ქუჩა N-10