თუ ფიქრობთ, რომ ნაყინის სახლში მომზადება რთულია, ეს რეცეპტები ნამდვილად გადაგარწმუნებთ. თურმე შესაძლებელია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გემრიელი დესერტი სულ რამოდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით მოამზადოთ.
შოკოლადის ნაყინი
ინგრედიენტები:
500 გ ნაღები,
400 გ შესქელებული რძე,
60 გ კაკაოს ფხვნილი,
100 გ შავი შოკოლადი
ცოტაოდენი მარილი
მომზადება:
1 დიდ ჯამში საგულდაგულოდ ათქვიფეთ ნაღები მიქსერით.
2 დაუმატეთ შესქელებული რძე, კაკაოს ფხვნილი, მარილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, რომელმაც შოკოლადის მუსი უნდა მოგაგონოთ.
3 გაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში, ურიეთ ყოველ 30 წამში. დაუმატეთ მარილი და აურიეთ.
4 დაასხით გამდნარი შოკოლადი მომზადებულ მასას.
5 ჩაასხით მასა ნაყინის ჭურჭელში და საყინულეში 5 საათით მოათავსეთ.
ვანილის ნაყინი
ინგრედიენტები:
175 მლ შესქელებული რძე,
300 მლ ცხიმიანი ნაღები,
1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადება:
1 ათქვიფეთ ნაღები.
2 დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, შესქელებული რძე და ათქვიფეთ ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე.
3 გადაასხით მასა ჭურჭელში და საყინულეში მინიმუმ 4 საათით მოათავსეთ. მანამდე შეგიძლიათ დაუმატოთ თხილი, შოკოლადის ფანტელები, ორცხობილა, კენკრა ან სხვა საყავრელი ინგრედიენტი.
ნაყინი ყავით და კარამელით
ინგრედიენტები
3 ს.კ. მაგარი ყავა,
600 მლ ცხიმიანი ნაღები,
400 მლ შესქელებული რძე.
კარამელისთვის
100 გ შაქარი
100 მლ ცხიმიანი ნაღები,
1/4 ჩ.კ. ზღვის მარილი.
1/2 ს.კ. ოქროს სიროფი
მომზადება:
1 კარამელისთვის გახსენით შაქარი 1-2 ს.კ. წყალში და მოამზადეთ მიღებული სიროფი ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ.
2 როგორც კი კარამელი ქარვისფერს მიიღებს, მოუკელით ცეცხლს, დაასხით ტაფას ნაღები და ოქროს სიროფი, მოაყარეთ მარილი და აურიეთ. გადადეთ მიღებული მასა გვერდით და აცალეთ მთლიანად გაცივდეს.
3 მოხარშეთ ძლიერი ყავა და გააცივეთ.
4 დაიწყეთ ნაყინის გაკეთება. მიქსერის მეშვეობით ათქვიფეთ ნაღები შესქელებულ რძესთან და ყავასთან ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5 გადაასხით მიღებული მასის ნახევარი ნაყინის ჭურჭელში, ზევიდან დაუმატეთ მომზადებული კარამელის ნახევარი და ოდნავ აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მასის დარჩენილი ნახევარი, ზევიდან დარჩენილი კარამელი და ოდნავ აურიეთ. მოათავსეთ საყინულეში 6-8 საათით.
ნაყინი ნუტელათი
ინგრედიენტები:
2 ჭიქა ათქვეფილი ნაღები
1 ქილა შესქელებული რძე,
1 ს.კ. ვანილის ესენცია.
½ ჭიქა ნუტელა ან ნებისმიერი შოკოლადის პასტა
3 ჭიქა ბრინჯის ხრაშუნა
მოსართავად:
1 ჭიქა ნუტელა ან ნებისმიერი შოკოლადის პასტა
3 ს.კ. ნაღები
მომზადება
1 აურიეთ ათქვეფილი ნაღები, შესქელებული რძე, ვანილის ესენცია და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოათავსეთ საყინულეში 90 წუთით.
2 მოამზადეთ ბრინის ხრაშუნა ნუტელასთან. ფრთხილად გაათბეთ 1 ჭიქა ნუტელა, აურიეთ ბრინჯის ხრაშუნასთან, მოათავსეთ ლანგარზე და შემდეგ საყინულეში 1 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
3 მოსართავად აურიეთ ნახევარი ჭიქა ნუტელა 3 ს.კ. ნაღებთან და გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში 20 წამით.
4 გამოიღეთ საყინულედან ნაღების მასა, დაუმატეთ მოსართავი კრემი და ცოტაოდენი ნუტელა. მოათავსეთ საყინულეშ მთელი ღამით.
5 დილით მოაყარეთ ნუტელას ხრაშუნა ნაჭრები.