ქეით მიდლტონი იმ ქალბატონების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სასურველ წონას უმოკლეს პერიოდშივე იბრუნებენ და ეს მან მშობიარობის შემდგომ პერიოდებში უკვე სამჯერ დაამტკიცა, ხოლო მისი საიდუმლო ისევ და ისევ ჯანსაღ კვებაშია. ასე რომ, თვალი გადავავლოთ იმ პროდუქტებს, რომლებსაც ის დღის განმავლობაში მიირთმევს.
საუზმე
როგორც ირკვევა, ქეითი სმუზების დიდი მოყვარულია და მისი დილაც სწორედ ასე იწყება. მას უყვარს სხვადასხვა ხილის შერევა და დილის ჯანსაღი სასმელის მომზადება. რაც შეეხება საჭმელს, კემბრიჯის ჰერცოგინიის საუზმე, როგორც წესი, შვრიის ფაფას მოიცავს.
სადილი
ჰერცოგინია არ არის ვეგეტარიანელი, მაგრამ როგორც წესი ცდილობს ხორცის პროდუქტებს თავი აარიდოს განსაკუთრებით ლანჩის დროს. ინდოეთში მოგზაურობისას, მისმა შეფმზარეულმა გაამხილა, რომ ჰერცოგინიას ლანჩზე მხოლოდ მცენარეული ქაბაბის მირთმევა სურდა.
ვახშამი
ქეითი ცხარე კერძების მოყვარულია, შესაბამისად, ვახშამიც უმეტესწილად მსგავს საკვებს მოიცავს, რაც როგორც ირკვევა, უილიამისთვის, რომელიც სუნელების დიდი მოყვარული არ არის, დიდი განსაცდელი ხდება ხოლმე.