მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა პროდუქტის მარაგის არსებობაზე მიანიშნებს და საზოგადოებას ურჩევს, პანიკისგან თავი შეიკავოს, არსებობს "ნიუსი" რომელიც ყავის მოყვარულებს აშფოთებს, რადგან როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში შესაძლოა სწორედ მის დეფიციტთან მოგვიწიოს გამკლავება.
როგორც Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ბანკების დახურვის, გადაადგილების სირთულისა თუ დაინფიცირების საშიშროების გამო, რთულდება ყავის მარცვლების შესაგროვებლად საჭირო მუშახელის გამოყვანა.
ტენდენცია ბრაზილიაში, პერუსა და კოლუმბიაში შეინიშნება, სადაც არაბიკის მარცვლების ორ-მესამედს აწარმოებენ.
როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ყავის დეფიციტზე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ დიდ ბრიტანეთშიც.