„გურმეს“ გემრიელი ისტორია 2012 წლიდან იწყება... ზუსტად მაშინ, როცა ნინო მამულაშვილი და ეკა ჯანაშია მიხვდნენ, რომ თბილისში მაღალი ხარისხის პროდუქტის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად თითქმის შეუძლებელი იყო. ახალი წლის პერიოდი დაემთხვა, ყველას სურდა ნუგბარით გაელამაზებინა თავისი მაგიდა, ხელგაშლილი დახვედროდა სტუმრებს, სუფრით მოეწონებინა თავი და ოჯახის წევრები გაებედნიერებინა. ნინომ და ეკამ გადაწყვიტეს, ნამდვილი გურმანებისთვის გემრიელი პურ-ფუნთუშეულისა თუ საუცხოო ტკბილეულის ფართო ასორტიმენტი შეეთავაზებინათ, მთავარ მიზნად კი დაისახეს მომხმარებლის ნებისმიერი ფანტაზიისთვის ხორცის შესხმა. გასაკვირი არ არის, რომ დიდი კონკურენციის მიუხედავად, გამოჩენის დღიდანვე „გურმე“ მომხმარებლის რჩეულად იქცა − მისი პროდუქტის მთავარი ინგრედიენტი ხომ სიყვარულია.
რუსა მუზაშვილი („გურმეს“ გაყიდვების ხელმძღვანელი): „პირველი ფილიალი ფალიაშვილის 53-ში გავხსენით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მალევე მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა. რვა წელია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების თანამონაწილე ვართ, როგორიცაა ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა, იუბილე, დაჯილდოება. მომხმარებელს არ ვზღუდავთ ტორტისა და ნამცხვრის ზომებსა თუ დიზაინში. როცა კლიენტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი დიზაინერი ეხმარება მას ფერებისა და დეტალების შერჩევაში, სთავაზობს სხვადასხვა ვარიანტს“.
„გურმეში“ ამზადებენ არა მარტო სიყვარულით, არამედ მაღალი ხარისხით და ფრანგული ინგრედიენტებით. „გურმეს“ პროდუქციიდან ყველაზე მოთხოვნადი 100%-ით ჭვავის ფქვილისგან გამომცხვარი პურია. განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს უსაფუარო, ე.წ. მჟავე ცომზე დამზადებული პურიც.
ნინო მამულაშვილი („გურმეს“ გენერალური დირექტორი): „იმ პერიოდში ფრანგული ტკბილეულის შესაქმნელად ზოგიერთი ინგრედიენტი საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო. მაგალითად, ვანილისა და შოკოლადის კრემი ნაყინის დაგემოვნებით. ასევე, არ იშოვებოდა ჭვავის ფქვილი, ამიტომ საუკეთესო გერმანული მწარმოებელი ავარჩიეთ, ხელშეკრულება გავაფორმეთ და დღესაც ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ მასთან“.
„გურმეს“ განსაკუთრებულობას ანიჭებს მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი კაფეც, სადაც ინტერიერი მორგებულია როგორც მეგობრული, ასევე საქმიანი შეხვედრების ფორმატს. სწორად შერჩეული ფერები და კომფორტული ავეჯი ქმნის მყუდროებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღის ნებისმიერ მონაკვეთში წასახემსებლად, შესვენებაზე კოლეგასთან ერთად ყავის დასალევად თუ უბრალოდ, გემრიელ დესერტთან განმარტოებისთვის. კაფეს პირველი დიზაინერი ნინო ჯიქუაშვილი გახლავთ, ბოლო ფილიალის მოწყობაზე კი ზურა საფარელმა იზრუნა.
ამ ეტაპზე „გურმე“ თბილისის ოთხ ქუჩაზე მასპინძლობს სტუმრებს: მირიან მეფის 70, გივი კარტოზიას 10, ირაკლი აბაშიძის 69 და ფალიაშვილის 53. უახლოეს მომავალში იგეგმება ორი ფილიალის დამატება.
რუსა მუზაშვილი: „ყოველთვის გამოკითხვის პასუხების საფუძველზე ვხსნით ახალ კაფეს. მაგალითად, დიდ დიღომში აქამდე არ არსებობდა სივრცე, სადაც მომხმარებელი ყველაფრის ერთად შეძენასაც შეძლებდა და კაფეშიც წყნარად შეექცეოდა უგემრიელეს პროდუქციას“.
...და მაინც, „გურმეს“ სხვა საკონდიტროებისგან ის გუნდი გამოარჩევს, რომელიც მუდამ ზრუნავს ახალი გემოების პოვნასა და ინგრედიენტების ექსპერიმენტულად შეზავებაზე − იმისათვის, რომ ორიგინალური პროდუქტი შეიქმნას.
ნინო მამულაშვილი: „ჩვენი გუნდი ჩვენი ოჯახია. თანამშრომლების უმეტესობა გახსნის დღიდან ჩვენთან ერთადაა და „გურმეს“ ისტორიას წერს. თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მათივე ინიციატივით, საქართველოში ხშირად ჩამოგვყავს ცნობილი შეფები, რომლებიც, ჩვენთან წარმატებული კოლაბორაციის ხარჯზე, ახალ, საუცხოო დესერტებს ქმნიან“.
კომპანიამ ახლახან დაამატა სწრაფი კვების ხაზი, რომელიც აერთიანებს უამრავი დასახელების კერძს. მათი შეძენა წონის მიხედვით შეგიძლიათ. „გურმე“ თავისი მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად ზრუნავს, ამიტომ შეკვეთებს ონლაინ იღებს და კურიერის მომსახურებასაც სთავაზობს კლიენტებს. აქვე უნდა ვისაუბროთ ფურშეტებზე, რომელსაც საკონდიტრო უკვე 7 წელია ამზადებს. ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, 2-3 საათში 150 პერსონაზე გათვლილი „ქეითერინგი“ მოუმზადებიათ.
დაბოლოს: აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „გურმე“ თავის ერთგულ კლიენტებს სიურპრიზებით ანებივრებს − სააღდგომოდ ყველა ფილიალში აქციებს გეგმავს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ გურმეს უგემრიელესი პასკები.
მისამართი: მირიან მეფის 70
გივი კარტოზიას 10
ტელ: 597555266
0322 22 32 38