ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ყოველდღიურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ იშვიათად თუ ვახერხებთ მივყვეთ და დავიცვათ ყველა ის აუცილებელი წესი, რაც უპირველესად ჩვენს ჯანმრთელობაზე და სასურველი ფორმების შენარჩუნებაზე დადებითად აისახება. სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყებასთან ერთად, ძალიან რთულია სწორი კვების შეთავსება, რადგან დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ფაქტობრივად არ გვაქვს ჯანსაღი კერძების მომზადების დრო. OK! კვების საწარმო „გებას“ შესახებ გიამბობთ, რომელიც ალექსანდრე მამასახლისმა დააარსა და საზოგადოებისთვის ჯანსაღი საკვების მიწოდებას ისახავს მიზნად.
საიდან გაჩნდა Geba-ს დაარსების იდეა და რა იყო ძირითადი მიზანი?
მე ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესებით ვიცხოვრო. წლებია ვვარჯიშობ და ვაკონტროლებ საკვებს, რომელსაც ვიღებ. დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და საქართველოში არცთუ დიდი ხნის წინ დავბრუნდი. სავარჯიშო დარბაზის მოძებნა არ გამჭირვებია, თუმცა კვება პრობლემა აღმოჩნდა. ბაზარზე არ იყო კომპანია, რომელიც ჯანსაღი კვების რაციონს ამზადებდა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, დამეარსებინა ჯანსაღი კვების საწარმო „გება“.
მსოფლიოში უკვე კარგად ფეხმოკიდებული და აპრობირებული ჯანსაღი ცხოვრების ტენდენცია ჩვენთან არცთუ პოპულარულია. შესაბამისად, ცოდნაც საკმაოდ მწირია. ძალიან ბევრი ადამიანი ვარჯიშობს მიზნის მისაღწევად, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული არა იმაზე, თუ რამდენ საათს გაატარებთ სავარჯიშო დარბაზში, არამედ იმაზე, თუ რას მიირთმევთ, როდის და რამდენს. საჭირო კალორიულობის, ჯანსაღი და დაბალანსებული კვების გარეშე, სასურველი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
რომელი პროდუქტებისგან შედგება და რას მოიცავს Geba-ს კვების რაციონი?
ჩვენ სხვადასხვა კალორიულობის 5-ჯერად კვებას ვამზადებთ. მინიმალურ რაციონში 1000, მაქსიმალურში კი 2700 კალორიაა. იმის მიხედვით, წონის დაკლება გსურთ თუ მომატება, როგორია თქვენი სიმაღლე, ამჟამინდელი წონა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ მომხმარებელს მასზე მორგებული რაციონის შერჩევაში ვეხმარებით.
აღსანიშნავია, რომ რაციონი პროფესიონალი ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი და რთული ნახშირწყლების, სასარგებლო ცხიმებისა და ცილების რაოდენობა დაცულია. ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და სასურველი შედეგის მისაღწევად ისე, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვამზადებთ ლანჩმენიუსაც, რომელიც ჯანსაღი კვების პრინციპებით მზადდება და 750 კალორიას მოიცავს. ეს მათთვისაა, ვისაც დატვირთული დღის განმავლობაში არ სურს სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობა და მნიშვნელოვანია მიიღოს ორგანიზმისთვის სასარგებლო და ამავდროულად გემრიელი საკვები.
როგორ მზადდება კერძები?
საწარმოში მომზადებული საკვები, რა თქმა უნდა განსხვავდება ტრადიციული გზით დამზადებული კერძებისგან. სპეციალური დანადგარები საშუალებას იძლევა საკვები ცხიმის გარეშე მომზადდეს. ჩვენ ვიცავთ ჯანსაღი კვების ყველა კომპონენტს. არ ვიყენებთ მარილს, შაქარს და მავნე ცხიმებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, თქვენს რაციონში არ იქნება ტკბილი. შაქრის ნაცვლად, ჩვენ ნატურალურ თაფლს ვიყენებთ.
რა არის კომპანიის მთავარი უპირატესობა?
„გება“ არ არის დიეტა და არ არის გათვლილი დროის გარკვეულ მონაკვეთზე. „გება“ – ეს არის ცხოვრების წესი მათთვის, ვინც ჯანსაღ, ორგანიზმისთვის სასარგებლო და გემრიელ საკვებს ირჩევს. იმისგან დამოუკიდებლად, თქვენ წონის დაკლება გსურთ თუ მომატება, მაშინაც კი, როდესაც კმაყოფილი ხართ არსებული წონით, ჯანსაღი საკვების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ საკვები განსაზღვრავს, როგორი იქნება თქვენი ჯანმრთელობა, თვითშეგრძნება და შრომისუნარიანობა.
როგორ ხდება პროდუქტების ადრესატამდე მიწოდება?
მომხმარებელი ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით უკვეთავს მისთვის სასურველი კალორიულობის რაციონს. შემდეგ ჩვენი მენეჯერი უკავშირდება და მომხმარებლისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილს ათანხმებს. რაციონის მიწოდება შეკვეთის განთავსებიდან მეორე დღეს, ჩვენი კურიერის მიერ ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, რამდენად კალორიული საკვები აირჩიოს, ან კონსულტაცია სჭირდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ არჩევანში და სასურველი შედეგის მიღწევაში.
სამომავლო გეგმები...
ჩვენ ძალიან გვინდა, საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესით უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს, დაიწყონ ვარჯიში და სწორად იკვებონ. ამ მიზნით, ჩვენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა სავარჯიშო დარბაზთან ვაწარმოებთ. ერთობლივი ძალებით ვცდილობთ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და გაიაზროს ჯანსაღი ცხოვრების წესის, და განსაკუთრებით, ჯანსაღი კვების მნიშვნელობა.
ტელ: 557 77 12 11
FB: Geba
Instagram: geba.ge