ქართველი ხალხი ცნობილია უძველესი კულტურით, ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებითა და სტუმართმოყვარეობით. ამიტომაც არის, რომ გარდა ულამაზესი ბუნებისა, რომელიც ტურისტს საქართველოში მოგზაურობისას აღტაცებას გვრის, ტრადიციული კერძები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უტოვებს თითოეულ მათგანს და უღვიძებს სურვილს, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს ქართულ მიწა-წყალს.
„თაშრე“ – ეს არის ადგილი გურმანებისთვის. მათთვის, ვინც კარგად იცის პირის გემო. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ თქვენთვის მნიშვნელოვან უცხოელ სტუმარს უფრო ახლოს გააცნოთ საქართველო, ეს სწორედ ტრადიციული კერძებით უნდა დაიწყოთ, „თაშრე“ კი ამ დროს საუკეთესო არჩევანია.
სწორედ ამ რესტორანმა შეძლო ფრანგული პრესტიჟული კულინარიული გზამკვლევის – GAULT & MILLAU-ს ჯილდო საკუთარ კედელზე ზედიზედ ორჯერ, დამსახურებულად ჩამოეკიდა.
ელარჯი, გებჟალია, მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც აუცილებლად პირველსავე გასინჯვისას დაიპყრობს თქვენს გულს, უცხოელი სტუმრები კი დედაქალაქიდან გასვლის გარეშე შეიგრძნობენ ნამდვილ ტრადიციულ, კუთხური სუფრის კულტურას.
თუ ბელიაშვილის 88 ნომერში მისვლას ვერ ახერხებთ, ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით თბილისის ნებისმიერ უბანში და მათ შორის მცხეთაშიც.