ხორცის მომზადება უამრავი ხერხითაა შესაძლებელი, მაგრამ ხშირად რთულია მოუფიქრო მას გემრიელი მისაყოლებელი და კერძი "შეავსო". საახალწლო მზადების პროცესში გაგიადვილებთ საქმეს და 4 გარნირის ვარიანტს შემოგთავაზებთ.
#1 ცხარე გამომცხვარი სტაფილო
ინგრედიენტები:
სტაფილო - 600 გ
მცენარეული ზეთი 1 ს.კ.
ნაღების კარაქი 1 ს.კ.
შავი პილპილის 5 ბურთულა
ქინძის თესლები 1 ჩ.კ.
დაფქული ილი 1 ჩ.კ.
ძირა 1 ჩ.კ.
ტკბილი პაპრიკა 1 ჩ.კ.
დარიჩინი 1/2 ჩ.კ.
მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. სტაფილო გაასუფთავეთ და ჩხირებად დაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი 3 წუთით, შემდეგ გადაასხით.
2. გამოსაცხობ ფორმაში ჩადეთ ნაღების და მცენარეული ზეთი, სტაფილო. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში, 15-20 წუთით.
3. საკმაზები დააქუცმაცეთ და აურიეთ. მოასხით სტაფილოს მასას და ახლიდან გამოაცხვეთ 10 წთ.
#2 ყველში გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო
ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო 1 თავი
შამპინიონები 1.5 ჭიქა
ნაღების კარაქი 6 ს.კ.
გახეხილი ყველი პარმეზანი 2 ს.კ.
პურის ნაფხშვენები 1 ჭიქა
ხმელი ორეგანო 1 ჩ.კ.
ხმელი ოხრახუში 1 ჩ.კ.
შავი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. ყვავილოვანი კომბოსტო, დაყოფილი ფოთლებად მოხარშეთ მარილიან წყალში 3 წუთის მანძილზე. წყალი გადაასხით. კომბოსტო გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში.
2. გაზქურა გააცხელეთ 225 გრადუსზე. პატარა ტაფაზე მოათავსეთ 4 ს.კ. ნაღების კარაქი და შეწვით სოკო 2 წუთის მანძილზე.
3. სოკო მოათავსეთ ყვავილოვან კომბოსტოზე.
4. პურის ნაფხშვენები, ყველი და მცენარეები აურიეთ. მოაყარეთ კომბოსტოს.
5. 2 ს.კ. ნაღების კარაქი გაყავით წვრილ ნაჭრებად და მოათავსეთ კერძზე.
6. მოათავსეთ გაზქურაში 15 წუთით.
#3 ბარდა ყველით
ინგრედიენტები:
მწვანე ბარდა (გაყინული) - 200 გ
გახეხილი ყველი პარმეზანი - 1 მუჭა
ნაღების კარაქი - 30 გ
თეთრი პილპილი
ლიმონი
მომზადება:
1. მოხარშეთ ბარდა 5 წუთით. წყალი გადაასხით, მაგრამ ცოტა დატოვეთ ძირზე. ბარდა გადაყარეთ გახვრეტილ ჯამზე.
2. დააბრუნეთ ბარდა უკან ქვაბში, დაუმატეთ კარაქი და ჩათუშეთ 3-4 წთ. დაადეთ წიწაკა და ყველი. შეწვით სანამ ყველი არ დადნება.
#4 გამომცხვარი მაკარონი ყველით და ტომატის სოუსით
ინგრედიენტები:
მაკარონი 24 გ.
რიკოტას ყველი 420 გ
მოცარელას ყველი 1.5 ჭიქა
პარმეზანის ყველი 1 ჭიქა
ნიგოზი 1 ჭიქა
კვერცხი 2 ც
ტომატის სოუსი 730 გ
ოხრახუში
მარილი 1/2 ჩ.კ.
შავი დაფუქი წიწაკა
მუსკატის თხილი
მომზადება:
1. მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში ნახევრად მომზადებამდე.
2. კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ. აურიეთ რიკოტასთან, 1 ჭიქა მოცარელას ყველთან და 3/4 ჭიქა პარმეზანთან. დაუმატეთ ნიგოზი, მარილი, პილპილი, მუსკატის თხილი და ოხრახუში.
3. გამოსაცხობი ფორმის ძირზე წაუსვით 1 ჭიქა ტომატის სოუსი.
4. მაკარონი შეავსეთ ყველის მასით და მოათავსეთ ფორმაზე. ზევიდან დაასხით დარჩენილი ტომატის სოუსი, მოაყარეთ დარჩენილი ყველის ნაფხშვენები და დააფარეთ თავსახური.
5. მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 40 წუთით.