ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტას თუ აქვს დრო საუზმე რაციონალურად მოამზადოს. ეს სიტყვა ინგლისურ ენაში "სწრაფ შესვენებას" ნიშნავს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საუზმე არაჯანსაღი ან ნაკლებად სასიამოვნო უნდა იყოს. წარმოგიდგენთ საკვების ისეთ ვარიანტებს, რომლებიც ენერგიას შეგმატებენ, ჯანმრთელობაზე ნეგატიურად არ აისახებიან და რაც მთავარია, 5 წუთში მოამზადებთ!
#1 კვერცხი-სკრემბლი ცუკინით და ავოკადოთი
გაადნეთ ნაღების კარაქი პატარა ტაფაზე, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ცუკინი და ოდნავ შეწვით ნელ ცეცხლზე, შემდეგ დაასხით წინასწარ ათქვეფილი კვერცხი. მოაყარეთ მარილი. კოვზით შემოწიეთ კიდეები ცენტრისკენ, იქამდე სანამ საჭირო მდგომარეობამდე არ მომზადდება. ძირითადად ამას 2-3წთ მიაქვს. თეფშზე დაადეთ ავოკადო და მწვანილი.
#2 ტოსტები ნახევრადმარცვლოვან პურზე
იდეალური ტოპინგებია: არაქისის კარაქს დამატებული ვაშლი, რიკოტა და მსხალი, ავოკადო და ჰუმუსი, ნაღების ყველი და ორაგული.
#3 შვრია (al dente) კვერცხით და მწვანილით
დაასხით შვრიის ფანტელებს მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავსახურით 5 წთ, მოაყარეთ შავი მარილი, დაუმატეთ ნაღების კარაქი და თოხლო მოხარშული კვერცხი (3წთ). მიირთვით ისპანახთან ერთად.
#4 მწვანე სმუზი
ყავაზე ნაკლები ეფექტი არ აქვს - გტვირთავთ ენერგიით და ავსებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით. მისთვის დაგჭირდებათ მცენარეული რძე (იდეალურია ქოქოსის), 2 ბანანი, ავოკადო, ისპანახი, სიროფი, კაკაოს მარცვლები და პიტნა მორთულობისთვის. ყველაფერი აურიეთ ბლენდერში.
#5 ბერძნული იოგურტი ლეღვით, თაფლით და კედრის თხილით
ლეღვს ძალიან დიდი სარგებელი აქვს. მასში შემავალი კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი იოგურტთან შეხამებაში საკვების მომნელებელ პროცესს აადვილებენ და სადილამდე დანაყრების შეგრძნებას გიტოვებენ.