„ნიკორას“ შვილობილი კომპანია „მზარეული“ ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებელს ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს და ნახევარფაბრიკატებს სთავაზობს. „მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები, ოჯახში მომზადებული გემრიელი, ხარისხიანი კერძის საპირწონე საკვებია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მზადდება.
2019 წელს „მზარეული“ სამომხმარებლო ბაზარზე ახალი, თანამედროვე, ეფექტური ვიზუალით წარდგა. შეიცვალა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო და ფორმა.
ახალი შეფუთვა უზრუნველყოფს, პროდუქცია მომხმარებლამდე პირვანდელი სახით მივიდეს, იცავს მას ზედმეტი შეხებისა და გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.
OK! ნანა პერტენავას ესაუბრა, რომელიც უკვე 21 წელია, „ნიკორას“ მთავარი ტექნოლოგია. როგორც თავად აღნიშნა, ფაქტობრივად პირველივე დღიდან ამ „დიდი ოჯახის“ წევრია.
გვესაუბრეთ იმ პროდუქტზე, რომელსაც მომხმარებელი ფაქტობრივად მზა მდგომარეობაში იძენს და ძალიან დიდ დროს ზოგავს. რა დგას ამ ყველაფრის უკან?
ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი შრომა და ენერგია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი სამომხმარებლო ბაზრისთვის საუკეთესო პროდუქციის წარმოება და შეთავაზებაა. ჩვენი პროდუქციის ძირითადი განმსაზღვრელი და შემფასებელი მომხმარებელია, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავამართლოთ ნდობა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
მზარეულის ნახევარფაბრიკატები მზადდება ისე, როგორც გამოცდილი მზარეული მოამზადებდა კერძს შინ. წარმოებაში არ გამოიყენება ზედმეტი დანამატები და შემავსებლები. პროდუქცია იკმაზება მხოლოდ ნატურალური სანელებლებით.
ხარისხს ვერ მიაღწევ, თუ არ გაქვს საუკეთესო ნედლეული. ჩვენ ვიყენებთ ყველაზე მაღალი ხარისხის ნედლეულს, რაც მოიპოვება ბაზარზე. სწორედ ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ნედლეულის ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი ევროპიდანაა შემოტანილი. კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია დამოწმებულია ლაბორატორიულად და ფლობს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.
„მზარეულის“ საწარმოში წლებია დანერგილია ISO და HACCP სტანდარტები, რასაც ზედმიწევნით ვიცავთ და ეს საუკეთესო პროდუქციის წარმოების კიდევ ერთი გარანტია.
რომელ პროდუქტებს მოიცავს „მზარეულის“ ასორტიმენტი?
„მზარეულის“ ნახევარფაბრიკატების ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. წარმოებაშია როგორც ადგილობრივი, ქართული, ასევე ევროპული კერძები. სხვადასხვა სახეობის ხინკალი, პელმენი, „ვარენიკი“, ბლინი, კატლეტი, კორდონ ბლუ და სხვა უამრავი პროდუქტი თავისი საქმის მცოდნე მზარეულების მიერ მზადდება და მიეწოდება მომხმარებელს.
ასორტიმენტში გვაქვს სამარხვო პროდუქციის ფართო არჩევანი. სხვადასხვა ბოსტნეულის ინგრედიენტებით დამზადებული ბლინი, „ვარენიკი“, პელმენი, კატლეტი. ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ამა თუ იმ სეგმენტის მოთხოვნა და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
„მზარეულის“ პროდუქცია გაჯერებულია იმ ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რომლებიც ნედლი პროდუქტისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მისი წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მზა პროდუქციაში საგემოვნო თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
დაცული შეფუთვა, რომლითაც მთლიანი ასორტიმენტია წარმოდგენილი, პროდუქტს ყველა სასარგებლო კვებით თვისებას უნარჩუნებს. კერძოდ, არ ხდება პროდუქტის გამოშრობა, და მეტადაა შენარჩუნებული ვიტამინები და კვებითი ღირებულებები.
როგორ პასუხობთ გამოწვევებს მომხმარებლების მხრიდან?
ჩვენი წარმატების განმსაზღვრელი მომხმარებელია. ამიტომ მათი სურვილები, დამოკიდებულება, შეფასება უმნიშვნელოვანესია. ის, რომ „მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები თექვსმეტი წელია ბაზარზეა და მასზე დიდი მოთხოვნაა, დასტურია იმისა, რომ მომხმარებლების გამოწვევებს ვპასუხობთ.
პროდუქციის დეგუსტაცია, ფოკუსჯგუფები, სადაც მოწვეული მომხმარებლები თავიანთ აზრს გამოთქვამენ პროდუქციის შესახებ, გვეხმარება, რომ სწორად წარვმართოთ ჩვენი საქმე და წარმოებაშიც მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.
გარდა ამისა, კომპანიაში ფუნქციონირებს მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ რეჟიმში წარმოებისა და პროდუქციის მონიტორინგს.
ყველაფერი ერთად კი, არის საუკეთესო საშუალება, რათა ფეხი ავუწყოთ სამომხმარებლო ბაზრის გამოწვევებს.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
როგორც ყოველთვის, მომხმარებლების ინტერესების შესაბამისად მოქმედებას და საინტერესო სიახლეების შეთავაზებას. ჩვენი პროდუქცია არა მხოლოდ გემრიელი, არამედ დროის დაზოგვის თვალსაზრისით, დღევანდელ დაძაბულ ცხოვრების რიტმში, არაჩვეულებრივი გამოსავალია. სადაც კმაყოფილებაა, იქ განწყობაც არაჩვეულებრივია, ამიტომ ყველას ვურჩევ − დაზოგეთ დრო და გემრიელი განწყობა შეიქმენით ჩვენი პროდუქციით.