კერძი ბროკოლით შესაძლოა რომ იყოს გემრიელი - ეს ფაქტია. ამ 3 რეცეპტით თავადაც დარწმუნდებით, რომ ეს არც მითია და არც დიეტოლოგების ფანტაზიის ნაყოფი.
#1 ბლინები ბროკოლით
ინგრედიენტები (4 პორცია): 250გ ბროკოლი, 70გ ხორბლის ფქვილი, ქათმის კვერცხი, 30გ გახეხილი ყველი (იდეალური ვარიანტია პარმეზანი, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი მაგარი ყველი), მარილი, პილპილი
დამზადება: ბროკოლი მოხარშეთ. გადაასხით წყალი და დაჭყლიტეთ. კარგად ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, მარილი, პილპილი და ყველი. აურიეთ მიღებული მასა დაჭყლეტილ ბროკოლისთან ერთად. მიღებულ "ცომს" მიეცით ბლინების ფორმა და შეწვით ზეთიან ტაფაზე. დაახლოებით 3 წუთი ორივე მხარეს.
#2 პასტა ორაგულით და ბროკოლით
ინგრედიენტები (4 პორცია): 300გ სპაგეტი, 300გ ბროკოლი, 300გ ორაგულის ფილე, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 კბილი ნიორი, 50 გ კედრის თხილი, 1 ლიმნის ქერქი და წვენი, 1 კონა რეჰანი.
მომზადება: მოამზადეთ ორაგული გაზქურაში. მზა ფილე დაჭერით მომცრო ნაჭრებად. დიდ ქვაბში დაიწყეთ სპაგეტის მოხარშვა. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ პასტას ბროკოლი. სპაგეტის და ბროკოლის ქვაბიდან წყლის ნაწილი გადაასხით ჭიქაში (მოგვიანებით გამოგადგებათ), დანარჩენი გადაასხით. მთელი პასტა და 3/4 ბროკოლი დააბრუნეთ ქვაბში. მეოთხედი ბროკოლი, ზეითუნის ზეთი, რეჰანი, ნიორი, შემწვარი კედრის თხილი, ცედრა და ლიმნის წვენი ბლენდერში ათქვიფეთ. დაუმატეთ ცოტაოდენი შემონახული წყალი სპაგეტიდან. დაუმატეთ პასტას მიღებული სოუსი და აურიეთ. გაანაწილეთ თეფშებზე პასტა და ზევიდან თევზის ნაჭრები.
#3 ბროკოლის "სტეიკი"
ინგრედიენტები (4 პორცია): 4 დიდი ბროკოლი, 500гგ კარტოფილი, 250гგ პომიდორი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. სოიოს სოუსი, მარილი, პილპილი
მომზადება: გააცხელეთ გაზქურა 220 გრადუსზე. ბროკოლი ნახევრებად გაყავით. აურიეთ ჯამში ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი. ამოავლეთ სოუსში ბროკოლი და მოათავსეთ დიდ ტაფაზე. შეწვით თითოეული მათგანი ორივე მხარეს 3-3 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე. აიღეთ გაზქურის ლანგარი და დააფინეთ ქაღალდი. მოათავსეთ მასზე ბროკოლი და დაჭრილი კარტოფილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ფრი სუპერმარკეტიდან) და შედგით გაზქურაში. გამოაცხვეთ ბროკოლი და კარტოფილი 20-25 წთ. მომზადებამდე 10 წუთით ადრე დაადეთ პომიდორი. ბოლოს მოაყარეთ მარილი და პილპილი.