თუ ხართ გურმანი და გიყვართ განსხვავებული დესერტების დაგემოვნება “ფუნთუშა” სწორედ ის ადგილია, სადაც შეხვდებით დარიჩინის უგემრიელეს ხვეულებს სხვადასხვა ტოპინგებით. გარდა ამისა “ფუნთუშა” გთავაზობთ სალათებს და ცომეულს.
OK! “ფუნთუშას” დამფუძნებელს ქეთევან ჯანუაშვილს ესაუბრა:
რამდენი ხანია რაც “ფუნთუშა” ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?
ფუნთუშა ქართულ ბაზარზე 2019 წლის 20 მაისიდან გამოჩნდა. ჩვენი პირველი ფილიალი გლდანის სითი მოლში გავხსენით და პირველივე დღეს ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურეთ მომხმარებლებისგან.
რომელ პროდუქტებს და კერძებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ფუნთუშებს, კერძოდ დარიჩინის ხვეულებს სხვადასხვა ტოპინგებით. ასვე, გვაქვს სალათები, ცომეული (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელები და სხვა), სენდვიჩები, ქათმის ვრეპი ხელნაკეთი ლავაშით, ჭიქის დესერტები და სხვადასხვა აპეტაიზერები.
ხარისხზე რომ გვესაუბროთ
ინგედიენტების ხარისხი ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, ვიყენებთ ევროპული ხარისხის პროდუქციას. ჩვენი ფუნთუშები დამზადებულია კარაქზე, ყავისფერ შაქარზე და სხვა ხარისხიანი პროდუქციით.
რა არის თქვენი უპირატესობა, ის, რაც სხვა საკონდიტრო ობიექტებისგან გამოგარჩევთ?
ჩვენ ფუნთუშის დაარსებამდე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ თუ როგორ ვყოფილიყავით გამორჩეულები სხვა საკონდიტროებისგან, როგორც გემოებით, ისე ვიზუალით და ხარისხით. რეცეპტებზე ბევრი შრომის შედეგად მივიღეთ ჩვენი აზრით უნიკალური გემოები, რომლის გემრიელობას ჩვენი მომხმარებელი ყოველდღიურად აღფრთოვანებით გამოხატავს. ჩვენი უპირატესობა კი ის არის, რომ ფუნთუშა პირველია საქართველოში, ვინც მომხმარებლებს შესთავაზა დარიჩინის ხვეულების ფართო არჩევანი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში.
განსხვავებული რეცეპტები და კერძები თუ გაქვთ?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საიდუმლოება სწორედ ფუნთუშების რეცეპტურაშია, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება. ჩვენი გუნდი დიდ ძალისხმევას დებს იმაში რომ ფუნთუშას დახლზე წარმოდგენელი ყველა პროდუქცია განსხვავებული იყოს.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სამომავლოდ ბევრი გეგმა და მიზანი გვაქვს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ფუნთუშა ყველამ გაიცნოს. ვგეგმავთ პროდუქციის გაზრდას, ბევრი სიახლის დამატებას, რათა მომხმარებლის მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საბურთალოს სითი მოლში და აგრარულ უნივერსიტეტში ფილიალების გახსნას. ასევე ვაპირებთ ბევრ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას, რათა მეტი ადამიანი გავაბედნიეროთ ჩვენი უნიკალური ფუნთუშებით.