თბილისში ინოვაციური ახალი გასტროპაბი GOYA გაიხსნა. GOYA-ს შემქმნელები მსოფლიო სტუმართმოყვარეობის ბიზნეში 40 წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი Mint Leaf Group –ია, რომელიც რესტორნებს ამუშავებს ლონდონსა და დუბაიში.
გასტროფაბი წარმოადგენს რესტორნისა და ფაბის კონცეფციას, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიირთვას განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები. კულინარიული შეთავაზებაში ასევე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძების ინტერპრეტაციები.
როგორც რესტორნის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთელს მსოფლიოში გასტოპაბის კონცეფცია ძალიან საინტერესო და მიმზიდველია, ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოში როგორც სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ ქვეყანასა და ისეთ საინტერესო ქალაქში, როგორიც თბილისია, სტუმრები GOYA-ს კარგად მიიღებენ. Mint Leaf Group-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სამ მილიონ ლარს შეადგენს.
„ჩვენი მიზანია, გასტრონომიულ ბიზნესში ინვესტირებითა და საქართველოში ადამიანებისთვის ახალი ტიპის კერძებისა და სასმელის შეთავაზებით, გავაუმჯობესოთ საინტერესო ბიზნეს-კონცეფცია და ხელი შევუწყოთ ადამიანების ცხოვრების სტილის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას,“-ამბობს გასტროპაბ GOYA-ს ბრენდ-მენეჯერი სობჰაგ ვეერი.
GOYA-ში კულინარიული შეთავაზება ასევე მოიცავს ინოვაციურ ტრადიციულ ქართულ კერძებსა და მათ კომბინაციებს მსოფლიო სამზარეულოებთან. შეფ-მზარეული გვიხსნის, თუ რამდენი მსგავსებაა ქართულ და ინდურ სამზარეულოს შორის.
„ბევრი არომატული სანელებელი, როგორიცაა ოხრახუში, ცერეცო, პიტნა, რეჰანი, არის ორივე სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბევრი საერთო აქვს ტრადიციულ კერძებსაც, მაგალითად ქართული ხინკალი ძალიან ჰგავს ინდურ „მომოს“. GOYA-ში სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ისეთი უცნაური კერძი, როგორიცაა სოკოს ხინკალი პესტოს სოუსით.
GOYA-ში ყველა კერძს აქვს თავისი ინსპირაცია და კარგად არის გააზრებული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ორი ქვეყნის ტრადიციული კერძის საინტერესო ნაზავი - „ხაჭაპური პიცა,“- განმარტავს შეფ-მზარეული ჰულარი.