2019 წლის 1 ივნისს კახეთის შუაგულში, ქალაქ თელავში ქართული რესტორანი - “ბატონთან” გაიხსნა.
რესტორნის დამფუძნებელს განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა, შეექმნა ისეთი კვების ობიექტი სადაც, როგორც უცხოელი სტუმრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ძველებური ტრადიციებით მომზადებულ ოჯახურ კერძებს დააგემოვნებდა.
მენეჯმენტის გუნდი ერთობლივად ორ საკითხზე ფიქრობდა: რა სურს სტუმარს და როგორ დაეკმაყოფილებინათ მათი მოლოდინები.
ბევრი ფიქრის და განხილვის შემდეგ რესტორანმა ზაფხულის პირველ დღეს პირველ სტუმრებს უმასპინძლა.
ეს არის, ტრადიციული ქართული საოჯახო გემოვნული თვისებების მქონე რესტორანი. კერძების გამორჩეულ გემოს კი გარდა ადგილობრივი გლეხებისგან შეძენილი პროდუქციისა
პროფესიონალი პერსონალი ქმნის, რომლებმაც მოიძიეს და აღადგინეს ბევრი მივიწყებული ქართული კერძი.
რესტორანი ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად თანამედროვე კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.
სამაგიდო თამაშების მოყვარულებს ლაუნჯ ბარი მასპინძლობს, ბავშვებისთვის კი ეზოში შესანიშნავი გარემოა შექმნილი.
მობრძანდით „ბატონთან“ და თავი იგრძენით საკუთარ სახლში.