დახვეწილი და ელეგანტური მოდელის, როუზი ჰანტიგნტონის სილამაზე და იდეალური სხეულის ფორმები დიდიხანია რაც უკვე განხილვის საგანია. მოდელმა ორსულობის შემდგომად შეინარჩუნა წვრილი წელი, სასურველი წონა და ასაკის მატების მიუხედავად ისევ ჩვეულ ფორმაშია.
როუზი ამბობს, რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სპორტული დარბაზებია. მოდელს დედა ინსტრუქტორი ჰყავს სწორედ ამიტომ, ის ბავშვობიდან ვარჯიშობს და შეჩვეულია ჯანსაღი ცხოვრების წესს.
დილას როუზი ჭიქა წყლით იწყებს, ხოლო დღის განმავლობაში 3 ლიტრა წყალს სვამს. დილაობით წყლის გარდა, მიირთმევს კვერცხს და სოიოს ლატეს, ამის შემდგომ ის სპორტ დარბაზისკენ მიემართება. დღის განმავლობაში ცდილობს მიიღოს ბევრი პროტეინი, ქათმის, თევზის, სალათების და ბოსტნეულის სახით. როუზის ძალიან უყვარს ხილის და ბოსტნეულის წვენები და მას დღის განმავლობაში რამდენჯერმე სვამს. მოდელს ჯანმრთელი საკვები უყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ბევრ გემრიელობაზე ამბობს უარს.
"ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რომ ისეთი გემრიელობები შეიზღუდო, როგორიცაა ყველი, ბეკონი, პური ან უგემრიელესი კართოფილი"- ამბობს როუზი მედიასთან საუბრის დროს.