ზაფხულის ცხეელ დღეებში ცივი ჩაი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სასმელია. ხანდახან, მაღაზიაში ყიდვის ნაცვლად, მომაზადეთ ის თავად. წარმოგიდგენთ ორიგინალურ და გემრიელ რეცეპტებს.
#1 ვაშლისა და პიტნის ჩაი
მოამზადეთ 1 ლ. შავი ჩაი, გაცერით, დაუმატეთ 30 გ მსხვილად დაჭრილი პიტნა. გაასუფთავეთ შუაგულისგან რამდენიმე ვაშლი, დაჭერით კუბიკებად და ცხელ ჩაის ნახევარ ლაიმთან ერთად დაუმატეთ. შაქარი - გემოვნებით. დაახურეთ ჩაიდანს თავსახური და გააცივეთ. მიირთვით ყინულით და ლაიმით.
#2 ციტრუსის ჩაი
1 ჭიქა ცივ ჩაი აურიეთ 1 ლიმნის წვენთან, დაუმატეთ 3 ფორთოხლის წვენი და შაქარი. ჩაასხით 0.5 ჭიქა ჟოლოს სიროფი, 1 ჭიქა ანანასის წვენი და 1 ჭიქა გაზირებული წყალი. წინასწარ მოათავსეთ ანანასის ნაჭრები და ყინულის კუბიკები ჭიქაში და ჩაასხით მომზადებული სასმელი. დაუმატეთ ცოტაოდენი მდუღარე წყალი.
#3 ჩაი ინდურ სტილში
აურიეთ შავი და პიტნის ჩაი, საკმაზები (დარიჩინი, კოჭა, დაქუცმაცებული მუსკატის თხილი) და დაასხით მდუღარე წყალი. დააყენეთ 6 წუთის მანძილზე, შემდეგ გაცერით და დაუმატეთ შაქარი და თაფლი. როცა სითხე სრულად გაცივდება, დაუმატეთ ლიმნის წვენი და ცოტაოდენი გაზიანი წყალი. მიღებული სასმელი ჩაასხით ჭიქებში და ჩაყარეთ ყინულის კუბიკები.
#4 ჩაი ილით და რძით
აადუღეთ წყალი ილის მწვანე მარცვლებით, დატოვეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. დაუმატეთ შავი ჩაი, ფორთოხლის ქერქი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაუცადეთ 3-5 წთ. ჩაასხით სასმელში რძე, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, აურიეთ და გააცივეთ. მიირთვით ყინულით.
#5 მწვანე ჩაი მარწყვით
მოხარშეთ მწვანე ჩაი 1.2 ლ. ცხელ წყალში, დაუმატეთ შაქარი და გააცივეთ. შემდეგ დაუმატეთ 1 ლიმნის წვენი, შუაზე გაჭრილი მარწყვი, პიტნა და კარგად აურიეთ. მიირთვით ყინულით და ლაიმით.