ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელია როგორც წონის გასაკონტროლებლად, ასევე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუმცა ხშირად არ ვიცით დღის სხვადასხვა მონაკვეთში რომელი პროდუქტი მივირთვათ. OK! კულინარ ქეთი ბაქრაძეს ესაუბრა, რომელმაც სწორი კვების რუტინა გაგვიზიარა.
საუზმე − პომიდვრის ბრუსკეტა
დილით საუზმის მიღება ყველა ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანსია, რათა დღე ენერგიულად დავიწყოთ. მთავარია კერძი ჯანსაღი პროდუქტებისგან იყოს მომზადებული.
ბრუსკეტა პომიდვრით გემრიელი იტალიური კერძია და მისი მომზადებაც საკმაოდ მარტივია. პურზე დაჭრილი პომიდორი და რამდენიმე სახეობის სუნელი საკმარისია წარმატებული დღის დასაწყებად.
ლანჩი − ისპანახისა და პრასის წვნიანი
ლანჩისთვის იდეალური ვარიანტია ვიტამინებით მდიდარი და ჯანსაღი მწვანე სუფი, რომელიც ისპანახით, პრასით, პარმეზანით და ნაღებით მზადდება. არის საკმაოდ მსუბუქი და რაც მთავარია, დანაყრებადი კერძი.
ვახშამი − სიბასი
დღის დასასრულს კი შეგიძლიათ გრილზე შემწვარი უგემრიელესი სიბასი მიირთვათ, რომელიც პომიდვრისა და თეთრი ღვინის სოუსით, ნივრითა და ოხრახუშით მზადდება, არის ძალიან მსუბუქი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.