როდის და რატომ გახდით ვეგანი?
სულ რამდენიმე თვეა, რაც აღმოვაჩინე, რომ შემიძლია დავიცვა ბუნება და პლანეტა, და გავხდი ვეგანი, ანუ პლანეტის bodyguard.
როგორია თქვენი ვეგანური კვების რაციონი?
დილით ვსვამ ყავას, რომელიც საუზმეს მიცვლის და ამიტომ დილაობით არასოდეს მივირთმევ. ასე ვარ მიჩვეული. სადილს და ვახშამს ვაერთიანებ დღის მეორე ნახევარში. იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ვხარჯავ ბევრ ენერგიას ან სპორტით ვარ დაკავებული, ვიკვებები ორჯერ. არ მაქვს განსაზღვრული კვების საათები.
რა არის დადებითი და უარყოფითი ვეგანურ კვებაში?
მე მხოლოდ დადებითს ვხედავ, მაგრამ რადგან რაციონი მწირია, მივაქციოთ ყურადღება, რომ მივიღოთ ყველა ის მინერალი და ვიტამინი, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია.
რომელია თქვენი ფავორიტი ვეგანური კერძი და პროდუქტები?
პროდუქტებიდან ტეფი არის ჩემი აღმოჩენა. ამ საოცარ მარცვლეულში ბევრი ცილა, კალციუმი და რკინაა, რაც აუცილებელია კანისთვის. ტეფი აბსოლუტურად არაალერგიული და ნაკლებად კალორიულია. რადგან მე გლუტენსაც არ ვიღებ, ვიყენებ ორ პროდუქტს − ამარანტს და ტეფს პურისა და ორცხობილების მოსამზადებლად. კიდევ ერთი ფავორიტი პროდუქტი კანაფის მარცვლებია და საკვები საფუარი, რომელიც შეიცავს ვიტამინ B12-ს. სელის მარცვლებს, რომლებიც მდიდარია იოდით, ვიყენებ წვნიანების მოსამზადებლად. ჩემს რაციონში აუცილებლად არის გოგრის თესლიც, რომელიც მდიდარია ფოსფორით და მაგნიუმით.
რაზე გაგიჭირდათ ყველაზე მეტად უარის თქმა?
ყველაზე მეტად უარის თქმა გამიჭირდა ყველზე.
ვეგანური კვების გარდა, ჯანსაღი ცხოვრების რა პრინციპებს ითვალისწინებთ?
ვცდილობ კვირაში 3-ჯერ მაინც დავუთმო დრო ვარჯიშს.
როგორია თავის მოვლის თქვენეული რუტინა და თუ შეიცვალა ის წლებთან ერთად?
ყველა ქალის მსგავსად, ვიყენებ დღისა და ღამის დამატენიანებლებს. ჩემი ბოლო წლების აღმოჩენა და საყვარელი პროდუქტია გენიალური ვალმონტის ჰიალურონის ნიღაბი და წყალი.