მზის ენერგიაზე მომუშავე კომლექსის Brim Tbilisi-ის საკონფერენციო სივრცეში Hausbrandt-ის წარმომადგენელმა კომპანიამ კანტმა „ვორკშოფი“ გაიმართა, რომელსაც ბრენდის საერთაშორისო ბარისტა სტეფანო მენეგინი და ემანუელ დელა თორე გაუძღვნენ.
Hausbrandt-ი არის, 100%-ით პრემიუმ ხარისხის იტალიური ყავა, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს ოპერატორებზე და მისი დაგემოვნება სასტუმროებში, კაზინოებში, გასართობ ცენტრებში, კაფეებში და რესტორნებშია შესაძლებელი, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ ობიექტებში როგორიც არის რესტორანი წისქვილი, ქალაქი, ქართული სახლი.
დღეისთვის ნამდვილი იტალიური ყავის Hausbrandt-ის გამორჩეული არომატი 70-ზე მეტ ქვეყანაში იფრქვევა. ამ ქვეყნების რიცხვს კი ცოტა ხნის წინ საქართველოც შეემატა და მისი ოფიციალური წარმომადგენლობა კომპანია კანტია. დრო, ისევე როგორც სხვა უმრავლეს შემთხვევაში, ახლაც საუკეთესო გამომცდელი აღმოჩნდა. ჰაუსბრენდი საუკუნეზე მეტია, რაც ღირსეულად ატარებს ერთ-ერთი წამყვანი ყავის სტატუსს მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ამ საუკუნივანი ისტორიის, ცოდნისა და გამოცდილების წყალობით მოვიდა ჩვენამდე, წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში და დღემდე აგრძელებს ამ ისტორიის შექმნას.
როგორც ბრენდის წარმომადგენელმა ზურა ჭუმბურიძემ OK! Magazine Georgia-თან საუბრისას აღნიშნა ტრეინინგის ჩატარების მთავარი მიზანი Hausbrandt-ის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა საქართველოში.
„ტრეინინგი ჩატარდა იმისთვის, რომ საქართველოში ამაღლდეს ნამდვილი იტალიური ყავის Hausbrandt-ის ცნობადობა და მომზადების წესები მომხმარებლებისთვის. ხშირად ბევრი ბარი და რესტორანი არასწორად ამზადებს ყავას და შესაბამისაც შედეგად ვერ იღებს კარგ პროდუქციას. ყავის მომზადების თითოეული წესი არის მნიშვნელოვანი“.
სტეფანო მენეგინმა და ემანუელ დელა თორემ „ვორკშოფზე“ მისულ სტუმრებს ყავის მომზადების სპეციფიკა აუხსნეს და მათთან ერთად რამდენიმე სახეობის პროდუქციაც მოამზადეს, მათ შორის ყავის კოქტეილები "Jim Beam"-ით. საბოლოოდ კი შეჯიბრიც გაიმართა ყავის მომზადებაში და გამარჯვებულები Hausbrandt-ის პროდუქციით დასაჩუქრდნენ.
Hausbrandt-ის ისტორია 1892 წელს, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ პატარა საპორტო ქალაქში - ტრისში დაიწყო. სავაჭრო ფლოტის კაპიტანი - ჰერმან ჰაუსბრენდი იყო ის ისტორიული ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული ყავის ისტორიას. მე-19 საუკუნის მიწურულს, იტალიაში, ყველაზე დიდ პრობლემას ყავის დაფასოება და ტრანსპორტირება წარმოადგენდა, ჰერმანმა კი გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ კუთხით განევითარებინა თავისი ბიზნესი და მართალიც აღმოჩნდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებულმა და პატარა მეტალის კონტეინერებში დაფასოებულმა საუკეთესო ყავის მარცვლებმა ჰაუსბრენდს მალევე მოაპოვებინა ლიდერის სტატუსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ჰაუსბრენდმა დანერგა კარგი ყავის კულტურა ჯერ იტალიაში, შემდეგ კი მის საზღვრებს გარეთაც. სწორედ ამ მიზეზების გამო, კომპანიას არ გასჭირვებია, რომ თავისი ინოვაციური მეთოდებითა და უნიკალურობით, ბრენდის სახელი მოკლე დროში ყავის სინონიმად ექცია.