„ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „მზარეული“ სამომხმარებლო ბაზარზე ახალი, თანამედროვე, ეფექტური ვიზუალით წარდგა. შეიცვალა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო და შეფუთვის ფორმა, თუმცა უცვლელი დარჩა ბრენდის სახელწოდება − „მზარეული“ და ლოგოს შემადგენელ ნაწილად დარჩა „მზარეულის“ ქუდი, როგორც ბრენდის სიმბოლო. დიზაინის კონცეფცია კომპანიაში შეიქმნა და მის ვიზუალზე ბრენდის დიზაინერმა, ბარბარე მაჭავარიანმა იმუშავა. ფოტოსესია კი „LAAP PHOTOGRAPHY“ ეკუთვნის.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „მზარეულის“ განახლებული დიზაინი სრულად ასახავს ბრენდის სათქმელს და პასუხობს მის ძირითად იდეას. „მზარეულის“ პროდუქცია ოჯახში მომზადებული, გემრიელი და ხარისხიანი საკვების მსგავსი პროდუქტია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მზადდება. ამიტომ დიზაინში, მთავარი აქცენტი მზა პროდუქტის ვიზუალზე გამახვილდა. რაც შეეხება ახალ შეფუთვებზე მუშაობას, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, არ ყოფილა მარტივი პროცესი. „მზარეულის“ პროდუქცია წარმოდგენილია „ნიკორას“ სუპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში.
ქართული OK! ბრენდში განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით, „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ანა კოშაძეს ესაუბრა.
რა შეიცვალა „მზარეულის“ ახალ შეფუთვაში?
დაიხვეწა ვიზუალი, შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო და შეფუთვის ფორმა. ტრანსპორტირებისთვის და შესანახად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა, რაც „მზარეულის“ ბრენდის მიზანს კიდევ უფრო ამართლებს − გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.
ჩვენი ნახევარფაბრიკატები სპეციალურად შერჩეული, მაღალი ხარისხის ნედლეულით მზადდება. ახალ შეფუთვებზე მუშაობის პარალელურად, ვეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ჩვენი მომხმარებლის სურვილები და
ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები ოჯახში მომზადებული კერძების გემოს მოგაგონებთ.
როგორი უნდა იყოს ნახევარფაბრიკატების შესაფუთი ხარისხიანი მასალა და რა ფუნქცია აკისრია მას?
შეფუთვისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის შესაფუთი მასალა, რასაც კომპანია წლებია იყნებს. შეფუთვის ძირითადი
დანიშნულებაა უზრუნველყოს ნახევარფაბრიკატების მომხმარებლამდე პირვანდელი სახით მიტანა. მასალა და დანადგარი, რომლითაც ნახევარფაბრიკატები იფუთება, შექმნილია იმისათვის, რომ პროდუქცია გამონაბოლქვის, მტვრის, ჭუჭყისა და სხვა დამაბინძურებლებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული. შესაფუთი მასალის ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია შეფუთვაში დაცული იყოს შესაბამისი ატმოსფერო, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის ყველა სასარგებლო კვებითი თვისების შენარჩუნებას. კერძოდ, არ ხდება პროდუქტის გამოშრობა, შემცველი ვიტამინების, კვებითი ღირებულებების დაკარგვა. შესაფუთი მასალები განსაზღვრავს, როგორი ტენიანობა უნდა შეუნარჩუნდეს პროდუქტს, რა ვადა შეიძლება ჰქონდეს მას. უხარისხო მასალით შეფუთვამ შესაძლოა პროდუქციის დაკნინება გამოიწვიოს. უფრო კონკრეტულად, თუ შესაფუთი მასალა ვერ აკავებს და ატარებს ქალაქის მავნე გამონაბოლქვს, თუნდაც ატმოსფეროს დამაბინძურებელ აგენტებს, პროდუქტის ვარგისიანობის პრობლემა იქმნება.
რას გვეტყვით ასორტიმენტზე?
„მზარეულის“ ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია როგორც ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული ქართული სამზარეულოთი, ასევე ევროპული რეცეპტურით დამზადებული კერძებით. ვფიქრობთ, ნებისმიერი მომხმარებელი თავის საყვარელ გემოს 26 დასახელების პროდუქციაში აღმოაჩენს.