ჩირიფრუტი 5 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და ძალიან მალე მოიპოვა საზოგაოების ნდობა. კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს შესთავაზოს სიახლეები როგორც პროდქციის სახეობებში, ასევე შეფუთვების დიზაინის მიმართულებით.
OK! Magazine Georgia ჩირიფრუტის ერთ-ერთ დამფუძნებელს სოფო ჯიქიას ესაუბრა:
„ორი წლის წინ გავხსენით მაღაზია გალერია თბილისში და თავდაპირველად ვაკვირდებოდით რა იქნებოდა განვითარებისთვის საუკეთესო გზა. ხალხმა ძალიან მალე გაგვიცნო და მოთხოვნა გაჩნდა, რომ სხვადასხვა წერტილში შეგვეტანა ჩვენი პროდუქცია, ამიტომ გადავწყვიტეთ საბურთალოს სითი მოლში გაგვეხსნა კუნძული. ამის შემდეგ კი თბილისის ფარგლებს გავცდით და ბათუმი მოლსა და ბათუმი კარფურში შევიტანეთ ჩვენი ტკბილეული, თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა და ქუთაისის ქარვსლაშიც გავხსენით მაღაზია“.
როგორც სოფო ჯიქიამ აღნიშნა კომპანიამ გახსნის დღიდან დღემდე საკმაოდ დატვირთული გზა გამოიარა.
„კომპანიში უამრავი ცლილება მოხდა გახსნის დღიდან დღევანდელ დღემდე. შეიცვალა ჩვენი პროდუქციის დიზაინი და მეტი მრავალფეროვნება და შეთავაზება გვაქვს მომხმარებლებთან, მათ შორისაა პროდუქციის შეფუთვები. არის 4-5 პროდუქტი, რომლებიც ყველა წერტილსა და დახლაზეა განთავსებული მოთხოვნიდან გამომდინარე“.
მისივე თქმით პროდუქციის სახეობები ყოველდღიურად იზრდება.
„ძველი მომხმარებელი როდესაც მოდის უნდა, რომ რაიმე ახალი დახვდეს და ამიტომ ვცდილობთ რაიმე განსხვავებული შევთავაზოთ მათ. გვყავს ერთგული მომხმარებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და შესაბამისად ენდობიან კიდეც. იმდენად ახლო კონტაქტი გვაქვს მათთან, რომ ხშირად მათ რჩევებსაც ვითვალისწინებთ“.
აღსანიჩნავია, რომ კომპანია ორიენტირებულია ყველა დეტალის სრულყოფილებაზე.
„კონსულტანტებს მუდმივად ტრენინგებს ვუტარებთ, რათა მომსახურება ძალიან მაღალი გვქონდეს. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლების კმაყოფილება ყველანაირი მიმარტულებით, როგორც გემოვნური თვისებებით, ასევე მომსახურებით.
სხვა მსგავსი კომპანიებისგან ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით წინ ვართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ გვაქვს მუდმივად სიახლეები პროდუქციაში და შეფუთვაში. ჩვენი პროდუქტი სასაჩუქრედაც ძალიან კარგი არჩევანია. ხშირად გვაქვს შეკვეთები სხვადასხვა წვეულებებისა და ღონისძიებებისთვის და ყოველთვის ჩნდება ინტერესი სტუმრებისგან მხრიდან“.
ჩირიფრუტს სამომავლოდაც უამრავი გეგმა აქვს...
„სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი პროდუქტის საზღვარგარეთ გატანას. ასევე პატარა კუნძულები სხვა ტურისტულ ადგილებშიც იქნება ძალიან მალე და კიდევ უამრავი სიახლე გვექნება. რაც მთავარია ჩვენ მზად ვართ მომხმარებლებს შევთავაზოთ ძალიან გემოვნებიანი პროდუქტი, როგორც ვიზუალურად ასევე გემოვნური თვისებებით და შეფუთვებით“.