21 წლის ამერიკელი ბიზნესმენი და სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი კაილი ჯენერი არაფერს იშურებს იმისთვის, რომ საკუთარ შვილს უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდეს. ამჯერად ვარსკლავმა საზოგადოებასთან ქალიშვილის საყვარელ საჭმელებზე ისაუბრა. კაილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ჯერ კიდევ ერთი წლისაა, სთორმის ძალიან უყვარს იაპონური სამზარეულო.
“სთორმის უყვარს სუში, რა თქმა უნდა მას უმ საკვებს არ ვაჭმევ, უბრალოდ გიჟდება მოხარშულ სოიოზე და მზად არის მთლიანი თეფში შეჭამოს“- აცხადებს კაილი.
შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო შოუს ვარსკვლავს შვილი ცნობილი რეპერის ტრევის სკოტისგან ჰყავს.