საკონდიტრო Dolce Vita 12 წლის წინ გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და განვითარების საკმაოდ გრძელი გზა გაიარა ამ დროის განმავლობაში. საკონდიტროს მთავარი მიზანია მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს სიახლეები და ბოლომდე მიყვეს იმ ტენდენციებს, რომლებიც დღესდღეობით არის ამ სფეროში.
OK! Magazine Georgia Dolce Vita-ს დირექტორს ქეთი მერაბიშვილს ესაუბრა:
"თავდაპირველად სტანდარტული ტორტების დამზადებით დავიწყეთ და დროთა განმავლობაში გაიზარდა როგორც ასორტიმენტი, ასევე მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან. მალევე გაგვიცნო ხალხმა და ნდობაც მაშინვე გაჩნდა, რასაც ყოველდღე ვგრძნობთ მათი მხრიდან.
გვაქვს რამდენიმე დასახელების ტორტი სხვადასხვა შემადგენლობით. მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული არჩევანი, შეუძლია აირჩიოს ხილით, შოკოლადით ან კარამელით, გვაქვს ასევე საფირმო ტორტების რამდენიმე ვარიანტი. ნამცხვრებში გვაქვს დაახლოვებით 40 დასახელება, მათ შორისაა ნაპოლეონი, შუ, ეკლერი და კიდევ უამრავი".
როგორც ქეთი მერებაშვილმა აღნიშნა კონკურენცია საკმაოდ დიდია, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სიახლეები შესთავაზოს.
"ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებთ იმისათვის, რომ შევქმნათ რაიმე განსხვავებული. ჩვენი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ნატურალური ნედლეული, ბისკვიტიც და კრემიც მზადდება ნატურალური ინგრედიენტებისგან და ამას მომხმარებელი ყოველთვის აღნიშნავს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიცვლია გემო და არ გამოგვიყენებია ჩამნაცვლებელი პროდუქცია. გვყავს დეკორატორების, დიზაინერებისა და ოპერატორების ცალკე ჯგუფი, რომლებიც მართლაც ოპერატიულად მუშაობენ".
მისივე თქმით, საკონდიტროს საკმაოდ ფართო ასორტიმენტი აქვს.
"არ ვართ შეზღუდულები არაფერში და ნებისმიერი კომბინაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილითაც შეარჩიოს ნებისმიერი შემადგენლობა და საკუთარი გემოვნებით შეუკვეთოს სასურველი ტორტის სახეობა. ვითვალისწინებთ თითოეულ დეტალს, არ ვუშინდებით სიახლეებს და ვუმკლავდებით ნებისმიერი სახის სირთულეს".
ქეთი მერებაშვილის თქმით ახლო მომავალში საკონდიტრო მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს შესთავაზებს.
"სამომავლოდ ვგეგმავთ შოკოლადის ფიგურების დამატებას, რომლის წარმოებასაც უახლოვეს მომავალში დავიწყებთ და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საკონდიტრო პირველი იქნება, რომელიც ამ მიმართულებას დანერგავს საქართველოში. შოკოლადის ფიგურებს სჭირდება თავისებური სპეციფიკა, დამზადდება უმაღლესი ხარისხის შოკოლადისგან და ბევრად უფრო ნატურალური ხაზისკენ გადავინაცვლებთ.
ასევე ვგეგმავთ მაკარონების წარმოების დანერგვასაც და ესეც ჩვენთვის ერთგვარი სიახლე იქნება. ყველა ეს დეტალი იმის დასტურია, რომ საკონდიტრო ყველანაირ ტედენციას მიყვება და მუდმივად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს რაიმე განსხვავებული შევთავაზოთ.
ივნისიდან თბილისის ყველა უბანში დაგვემატება მიტანის სერვისი და ფასიც საკმაოდ დაბალი იქნება. გარდა ამისა გვაქვს რეგიონებში მიწოდების სერვისი საქორწილო და კორპორაციულ შეკვეთებზე. სწორედ ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ ზრდის ნდობის ფაქტორს, რაც ჩვეთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს".