გსურთ საყვარელი ადამიანები გაახაროთ და ორიგინალური საჩუქარი გაუკეთოთ? მაშინ აუცილებლდ უნდა იცოდეთ, რომ გურუნას აზიური წარმოების ტკბილეული უკვე საქართველოშია. ბრენდი გარდა უგემრიელესი ჩირებისა და რაჰათ-ლუხუმებისა გთავაზობთ ულამაზეს ყუთებს, რომელიც როგორც სასაჩურედ, ასევე დიასახლისისთვისაც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.
OK! Magazine Georgia გურუნას დირექტორს ნიკა გოგიაშვილს ესაუბრა:
„ჩვენი ბრენდის ტკბილეული არის აზიური სახეობის, რომელიც ჩამოგვაქვს ირანიდან და თურქეთიდან. თავდაპირველად როდესაც გადავწყვიტეთ ამ მიმართულების საქართველოში განვითარება დავურეკეთ სწორედ ამ ქვეყნების ქარხნებს და დავდეთ ხელშეკრულება".
"საქართველოს ბაზარზე აქამდე არ იყო მსგავსი ტიპის ტკბილეული და შესაბამისად კონკურენტიც არ გვყავს. არის მხოლოდ თბილისი მოლში, მაგრამ არის წონით და ჩვენ გვინდა, რომ სასაჩუქრე კულტურა შემოვიტანოთ საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს ლამაზად შეფუთული ყუთები, რათა დიასახლისმა პირდაპირ მიართვას სტუმარს ტკბილეული.
გარდა ამისა გვსურს, რომ საქართველოში თურქული ყავის სმის კულტურა შემოვიტანოთ, რადგან ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი. ახლო მომავალში ვგეგმვთ კაფის გახსნას ჩვენივე ბრენდის სახელწოდებით, სადაც წარმოდგენილი იქნება გურუნას ტკბილეული, ყავა და ჩაი. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მშვიდ და კომფორტულ გარემოში განიტვირთოს და თუნდაც იმუშაოს. შემდგომ კი ფილიალსაც გავხსნით და სტენდებსაც დავდგამთ. ამ ეტაპზე განვითარების პროცესში ვართ".
"ფასი გვაქვს ხარისხის შესაბამისი, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ტკბილეული არის ძალიან ჯანსაღი და რაც მთავარია არ არის მალფუჭებადი. ამ ეტაპზე წარმოდგენილი გვაქვს დაახლოვებით 20 სახეობის ტკბილეული, მათ შორისაა: ჩირები და რაჰათ-ლუხუმები აზიური ხილით, კარამელითა და ვარდის ფურცლებით დამზადებული.
ახლო მომავალში ასევე ვაპირებთ ივენთებზე შესვლას, სადაც ჩვენი ბრენდის ტკბილეული ჩვენივე ყუთებით იქნება წარმოდგენილი, თუმცა ახლაც საკმაოდ დიდია დაინტერესება სხვადასხვა კომპანიების მხრიდან“.