ბრწყინვალე დღესასწაულამდე სულ რამდენიმე დღე გვაშორებს. აღდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი პასკაა. შეგიძლიათ ის ყიდვის ნაცვლად სახლში გამოაცხოთ, თანაც ისე, რომ თავადაც კმაყოფილი დარჩეთ და სტუმრებიც სასიამოვნოდ გააოცოთ.
#1 პასკა NUTELLA-თი, OREO-თი და KITKAT-ით
დრო: 1 სთ
პორცია: 7
ინგრედიენტები:
ცომის ბაზა:
საფუარი — 27 გ
თბილი რძე — 150 მლ
შაქარი — 30 გ
ფქვილი — 100 გ
ცომის დანამატები:
თბილი რძე — 180 მლ
მარილი
შაქარი — 150 გ
კვერცხის გული — 3 ც
კვერცხი — 1 ც.
ნაღების მდნარი კარაქი — 140 გ
ზეითუნის ზეთი — 50 მლ
ყველი — 200 გ
ფქვილი — 630 გ
გამაფხვიერებელი
ვანილინი
დეკორისთვის — Nutella, Oreo, KitKat.
მომზადება:
ავურიოთ ყველა ცომის ინგრედიენტი და თბილ ადგილას 30 წთ დავდგათ. შემდეგ დავამატოთ დამატებითი ინგრედიენტები, მივცეთ ფორმა, მოვათავსოთ სპეციალურ გამოსაცხობ ჭურჭელში ნახევარ სიმაღლეზე. დავდგათ ისევ თბილ ადგილას და აფუება ვაცალოთ. გავაცხელოთ მიკროტალღური ღუმელი 220 გრადუსამდე, მოვათავსოთ პასკა, შევამციროთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და გამოვაცხოთ. Nutella გაათბეთ და მოასხით პასკას, მორთეთ სხვა ტკბილეულითაც.
#2 პასკა-ნამცხვარი
დრო: 2 სთ
პორცია: 6
ინგრედიენტები:
საფუარისთვის
ხორბლის ფქვილი — 140გ
რძე (3,2%) — 50 გ
წყალი
მშრალი საფუარი — 25 გ
შაქარი — 20 გ
ცომისთვის
ხორბლის ფქვილი — 325 გ
შაქარი — 95 გ
უცხიმო კეფირი — 70 გ
კვერცხი — 2 ც.
ნაღების მარგარინი — 50 გ
მარილი
ვანილი
ქიშმიში — 90 გ
დაშაქრული ხილი
მომზადება:
რძე აურიეთ წყალთან, გაათბეთ 36 გრადუსამდე, დაამატეთ შაქარი, საფუარი და ყველაფერი აურიეთ. დაამატეთ ფქვილი, აურიეთ. დატოვეთ თბილ ადგილას 40-60 წუთით. მიღებულ საფუარს დაუმატეთ კეფირი, მარილი, შაქარი, ვანილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. ბოლოს დაუმატეთ გამდნარი მარგარინი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დატოვეთ 1 საათით. შემდეგ დაუმეტეთ გამდნარი მარგარინი, მცენარეული ზეთი, ქიშმიში, დაშაქრული ხილი და ისევ 40-60 წუთით დატოვეთ. მიღებული ცომი გაყავით პორციებად, მოათავსეთ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე, რომლებსაც შიგნით კარაქი ექნებათ წასმული. დატოვეთ თბილ ადგილას 1 საათით. გამოაცხვეთ 150 გ ტემპერატურაზე 30-35 წუთით.