მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, თბილისში აღმართი ვარაზისხევი, ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებს შორის გაშენდა. ისტორიის ავთენტურობას ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩა ინახავს და თანამედროვე ესტაკადის გაგრძელებად გვევლინება. სულ ცოტა ხანია, რაც სწორედ ვარაზისხევის კამუფლაჟში რესტორანი „ლუდის ბაღი ვარაზი“ გამოჩნდა და მოდერნისტული არქიტექტურით გარემოს ჰარმონიულად შეერწყა.
რესტორანი, რომლის დიზაინზეც ქართველმა არქიტექტორმა, ნუგზარ დვალიშვილმა იმუშავა, დედაქალაქის ცენტრში, განსხვავებული სტილის შენობას წარმოადგენს. ადგილს, რომელიც გურმანების საყვარელ მისამართად მოკლე ხანში იქცა.
„ლუდის ბაღი ვარაზი“ სრული კომფორტის ზონაა მათთვის, ვინც მსოფლიოს გამორჩეული, წამყვანი ბრენდების („კრომბახერი“, „ვაინშტეფფანი“, „ჰარპი“, „ლონდონ პრაიდი“, „ბლექ ქაბი“, „ჰაკერ ფშორი“, „სტელა არტუა“, „ლეფე“) სასმელს და ქართულ-ევროპულ სამზარეულოს აფასებს. ვისთვისაც ასეთივე მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხი და სივრცე, რომელშიც განტვირთვას დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებს. მნიშვნელობა არ აქვს, „ლუდის ბაღ ვარაზს“ ლანჩის დროს ესტუმრებით, დიდ ეკრანზე ფეხბურთის მატჩის ნახვა მოგინდებათ, საღამოს საათებში ხანგრძლივი დროით მრავალფეროვანი კერძების ვახშმად დაგემოვნებას გადაწყვეტთ, დაბადების დღეს, კორპორაციულ წვეულებასა თუ სხვა ღონისძიებას მართავთ − რესტორანი ნებისმიერი მნიშვნელობის მქონე დღის ორგანიზებას შეძლებს და იმ კერძებით გაგიმასპინძლდებათ, რომელიც თარიღს კიდევ უფრო სამახსოვროს გახდის.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მზარეულთა გუნდი, ქართულსა და ევროპულ სამზარეულოზე დაფუძნებულ მრავალფეროვან მენიუს ქმნის, რა დროსაც გუნდის წევრები ერთი მთავარი პრინციპითაც ხელმძღვანელობენ − კერძების გემოვნური თვისებების განსაკუთრებულობა ხარისხის მაღალ ნიშნულზე გადის.
„ლუდის ბაღი ვარაზისთვის“ თითოეული ინგრედიენტი მნიშვნელოვანია. იტალიიდან, სპეციალურად რამდენიმე საფირმო კერძისთვის, ფქვილი და ზღვის მარილიც კი იგზავნება. კანჭის მენიუ კი ის ერთ-ერთი გამორჩეული არჩევანია, რომლის გამო ახლად გახსნილ რესტორანს ერთგული სტუმრები უკვე ჰყავს.
იდეალურად დაგეგმარებული ინტერიერის დამსახურებით, „ლუდის ბაღ ვარაზში“ ადგილი მხიარული გართობისა და მშვიდი ბიზნესშეხვედრისთვის თანაბრად მოიძებნება. დაბალანსებული ფერთა გამა და ვიტრაჟებიდან შემოსული ნათება სიმყუდროვის განცდას ზრდის. „ლუდის ბაღ ვარაზში“ სტუმრობისთანავე, თვალი სიმწვანეს შენიშნავს, რითაც მისი ექსტერიერიც გამოირჩევა; აქ არის ბაღი, სადაც თბილი დღეების დადგომისთანავე, რესტორანი სტუმრებს მწვანე გარემოში უმასპინძლებს. აქვე გამოიყო ადგილი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანთან მისულს, პარკირების თავსატეხსაც აგარიდებთ.
„ლუდის ბაღი ვარაზი“ გურმანების რუკაზე მონიშნული ახალი მიმართულებაა, სადაც სულ მალე ღონისძიებებიც ჩაინიშნება და სტუმრებს სხვადასხვა სასიამოვნო საღამოთიც გაანებივრებს.