კომპანია Mr.Cook-ის კაფეტერიები მომხმარებელს საკუთარი წარმოების, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძებსა და საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს, რომელიც ძალიან სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მისული სტუმრები ხშირად დედის მომზადებულ კერძებთან აიგივებენ Mr.Cook-ის სამზარეულოს. კომპანიის განვითარება ხარისხზე და მომხმარებლის მოთხოვნებზეა ორიენტირებული.
Mr.Cook-ი მომხმარებელს სთავაზობს კულინარიული პროდუქტების ფართო არჩევანს: ცხელი და ცივი კერძების სახით, გემრიელ წვნიანებს, სალათების ფართო არჩევანს, სხვადასხვა ფხალეულსა და გარნირებს. რაც შეეხება Mr.Cook-ის საკონდიტრო ნაწარმს, თითოეული პროდუქცია მზადდება უნიკალური რეცეპტურით, მაღალკვალიფიციური კონდიტერების მიერ.
Mr.Cook-ი მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვადასხვა გემოვნების და მოთხოვნის სეგმენტზე გათვლილ, უგემრიელეს ცომეულს. რომელიც გამოირჩევა, როგორც განსაკუთრებული გემობრივი თვისებებით, ასევე ვიზუალური ნაირსახეობით. Mr.Cook-ის მენიუში გამორჩეული ადგილი უჭირავს იტალიურ ყავას და ქართულ კომპოტს.
კომპანია Mr.Cook-ის გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე და მისი მიზანია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის, ხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქტის და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა. კომპანია გამორჩეულია იმითაც, რომ მომხმარებელს სთავაზობს ლანჩსა და ყავის შესვენებას, რაც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან დიდი კომფორტია.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Mr.Cook-ის დამაარსებელს დავით ჯანჯღავას, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება კაფეტერიის შესახებ.
„Mr.Cook 2008 წელს დავაარსე. ვფიქრობდი, რომ მოვიდოდა დრო, როცა დიასახლისებს სახლში ძალიან გაუჭიდებოდათ საკვების მომზადება, რადგან საზოგადოებისთვის დრო გახდებოდა უფრო ფასეული და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საოჯახო სამზარეულო“.
„ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ ოფისებში მომუშავე ადამიანების კვებაზე. მათზე ვისაც სურთ, რომ იკვებონ მრავალფეროვანი, განსხვავებული და ჯანსაღი პროდუქტით. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დიეტაზე ან მიირთმევენ მხოლოდ ვეგეტარიაულ საკვებს, გავაფართოვეთ არჩევანი და ამას მივაღწიეთ კიდეც, დღესდღეობით გვაქვს 600 მდე დასახელების პროდუქტი“.
„ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ერთადერთი კაფეტერია ვართ, რომელიც არ ხმარობს ზეთს, ყველაფერი მზადდება ორთქლზე. ბევრად ძვირი გვიჯდება, მაგრამ სასარგებლოა და ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი. გამონაკლის შემთხვევბში სიმინდის ან ზეითუნის ზეთს ვიყენებთ“.
„ყველა აღიარებს, რომ გვაქვს ძალიან მისაღები ფასები და ჯანსაღი პროდუქტი. ჩვენ ვართ ძირითადად ქართულ პროდუქტებზე ორიენტირებულები, თუმცა რა თქმა უნდა გვაქცს სხვადასხვა შერეული საკვები, ამიტომ გამოვირჩევით მრავალფეროვანი და მდიდარი მენიუთი. სამომავლოდ ვაპირებთ გაფართოვებას. გვინდა, რომ სულ მცირე ერთი კაფეტერია მაინც იყოს ყველა უბანში“.