ნაბახუსევი ბევრ ადამიანს გამოუცდია, ზოგჯერ ის მწვავე ფორმით იჩენს თავს, ზოგჯერ კი მსუბუქად. შეგრძნება უმეტეს შემთხვევაში ერთნაირია: თან გვშია, თან გვწყურია, მაგრამ არაფრის ჭამა და დალევა არ გვინდა. წარმოგიდგენთ საუზმის იდეებს, რომლებიც გესიამოვნებათ და მდგომარეობიდან გამოგიყვანთ.
#1 ბანანი მარილიანი კრეკერითა და პიტნის ჩაით
ეს კომბინაცია უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ის რეალურად შველის ნაბახუსევს. მარილი და ბანანში შემავალი კალიუმი ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსს აღადგენს. პიტნის ჩაი კი მუცლის ტკივილისა და გულის რევის შეგრძნებისგან გიხსნით.
#2 მოხარშული კვერცხი
კვერცხი მარტივად გადამუშავდება და ბევრ პროტეინს შეიცავს. ისინი ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინებისგან გაანთავისუფლებენ.
#3 ქოქოსის წყალი
ეს სასმელი გიხსნით რთული ნაბახუსევისგან, მაშინ, როცა საკვების მირთმევა გაფიქრებითაც კი გულისრევის შეგრძნებას იწვევს. ქოქოსის წყალი გაუწყლოებას არეგულირებს და კალიუმის მეშვეობით ორგანიზმს სწრაფად აღადგენს. თუ მაღაზიაში მას ვერ მოიძიებთ, სპორტული სასმლით ჩაანაცვლეთ, ისინი სწორედ წყლის ბალანსის ნორმაში მოსაყვანად შეიქმნა. ან მოამზადეთ ანალოგიური სასმელი თავად: 1 ს.კ. შაქარს დაუმატეთ 1 ჩ.კ. მარილი და დაასხითნახევარი ლიტრა წყალი.
#4 ხმელი პური და კეფირი
ისინი აღადგენენ შაქრის რაოდენობას სისხლში, მოჰყავთ ორგანიზმი ტონუსში, არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას და სასარგებლო მინერალების დეფიციტს ავსებენ.
#5 სატაცურის სუპი
კორეელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სატაცური ჯანმრთელობისთვის საზიანო ტოქსინების კონცენტრაციას 70%-ით ამცირებს. იმისთვის, რომ დაეხმაროთ ორგანიზმს, მოამზადეთ მისი სუპი.
ინგრედიენტები:
კარტოფილი 2ც.
სატაცური 1 კგ
ხახვი 1ც
ნაღების კარაქი 100გ
ზეითუნის ზეთი 100გ
ოხრახუში
მომზადება: გაასუფთავეთ ბოსტნეული, სატაცური ადუღებულ წყალში ნახევრად მზა მდგომარეობამდე მოხარშეთ. დაჭერით ხახვი და კარტოფილი და შეწვით ზეითუნის ზეთსა და ნაღების კარაქში. მოხარშული სატაცური დაჭერით და დაამატეთ კარტოფილსა და ხახვს. დაასხით წყალი და ადუღეთ მომზადებამდე. დაჭყლიტეთ ბლენდერში და დაამატეთ მარილი და წიწაკა.