23 მარტს ფრანგი შეფ-მზარეულები ჟან-პიერ ქსირადაკისი და ფრანკ ოდუ ალავერდის მონასტერს ეწვივნენ და პატივი მიაგეს ფრანგულ გასტრონომიას.
ფრანგულ-ქართული სადილი გაიმართა საფრანგეთის საელჩოს ინიციატივითა და კომპანია ბადაგონის მხარდაჭერით.
ცნობილმა ბორდოელმა შეფებმა ფრანგული სტილის სადილი მარხვასთნ დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით მოამზადეს. სადილი გაიმართა ალავერდის მონასტრის სატრაპეზოში. შეფებმა სადილი შუამთის მონასტრის დედაოებთან ერთად მოამზადეს.
ალავერდში ქვევრის ღვინის წარმოება მე-11 საუკუნეში დაიწყო. დღეს, ბადაგონთან ერთად, ალავერდის მონასტერი ტრადიციულ ქართულ ღვინოებს აწარმოებს, რომლებიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი.
როგორც საფრანგეთის ელჩმა საქართველოში – პასკალ მენიემ განაცხადა საუკეთესო მოგონებად დარჩება ეს დაუვიწყარი გამოცდილება.
„ალავერდის მონასტერში ჩვენ, გარკვეულწილად, განუმეორებელი და წარმოუდგენელი მომენტი განვიცადეთ, რადგან, წილად გვხვდა, მამა დავითთან ერთად გაგვეზიარებინა სამარხვო სადილი, რომელიც ორმა ფრანგმა შეფ-მზარეულმა შუამთის მონასტრის მონაზვნების დახმარებით მოამზადა. ეკონომიკის მინისტრის, კახეთის გუბერნატორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და რამდენიმე პარლამენტარის და ელჩის თანდასწრებით, მამა დავითმა ჩვენს წინაშე ქვევრს თავი მოხადა და არაჩვეულებრივი თეთრი ღვინო « ალავერდი - ბადაგონი » გაგვასინჯა. თვითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში საუკეთესო მოგონებად დარჩება ეს დაუვიწყარი გამოცდილება“.